ზუა
From Wikipedia, the free encyclopedia
ზუა — ურარტული წარწერების მიხედვით დიაოხის სამეფო ქალაქი. ზუსტი ადგილმდებრეობა უცნობია. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით სავარაუდოდ მდებარეობდა მდ. ჭოროხის აუზში, ან ცოტა აღმოსავლეთით ერზურუმი-ყარსის მახლობლად. ზუას ეტიმოლოგია უცნობია.
ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. წ. 810–786 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან (თანამედროვე ეშექ-ილიასი თურქეთი) იუწყება:
მენუას დროს დიაოხის „სამეფო ქალაქის“ ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის „სამეფო ქალაქად“ უკვე ქალაქი – ზუა ჩანს[3].