ზოლებიანი აფთარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზოლებიანი აფთარი (ლათ. Hyaena hyaena) — ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი გასდევს, რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე მინდაოში 70 სმ, მენჯში — 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგელიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს). მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ასრულებს ბუნების სანიტრის როლს, მაგრამ ხშირად თავს ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს.
ზოლებიანი აფთარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hyaena hyaena (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 10274 კრიტიკულ საფრთხეში მყოფი | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|