![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/Zlatibor_%252Cpark_prirode_%252CZlatibor%252C006.jpg/640px-Zlatibor_%252Cpark_prirode_%252CZlatibor%252C006.jpg&w=640&q=50)
ზლატიბორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზლატიბორი (სერბ. Златибoр / Zlatibor) — მთიანი რეგიონი დასავლეთ სერბეთში.
ზლატიბორი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 43°38′53″ ჩ. გ. 19°40′44″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ზლატიბორის ოლქი |
სიმაღლე | 1 496 მ |
მთის მასივი | დინარის მთიანეთი |
სერბეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის, ზლატიბორი გამორჩეულია სალაშქრო და სათხილამურო ადგილებით.[1] სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პანორამული საბაგირო გზა (გონდოლა) მთელს მსოფლიოში.[2][3] მთის მიმდებარედ არის ტორნიკის სამთო-სათხილამურო კურორტი.
რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი უჟიცე, სწორედ მთის მიმდებარედ არის და მისი უდიდესი ნაწილი ჩაიეტინის ოლქის შემადგენლობაში შედის. მცირე ზომის ქალაქი ზლატიბორი წლების განმავლობაში სააგარაკე ადგილს წარმოადგენდა, თუმცა თანდათანობით ქალაქური სახის დასახლებად ჩამოყალიბდა. ზლატიბორის რეგიონი დაყოფილია ჩაიეტინასა და უჟიცეს მუნიციპალიტეტებად და ორივე მათგანი ზლატიბორის ოლქის შემადგენლობაში შედის. ბელგრადისა და ბარის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი ზლატიბორზე გადის.