ზემო ქართლი
ისტორიული მხარე / From Wikipedia, the free encyclopedia
ზემო ქართლი — ისტორიული სამხრეთ-დასვლეთ საქართველოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული სახელწოდება. VIII-IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX საუკუნის დასასრულიდან — სამეფო). XII-XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზემო ქართლი დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI საუკუნეში ეს ტერიტორია თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული — ახალციხის საფაშო შექმნა.