ქართველი სცენარისტი და მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
ზაირა ივანეს ასული არსენიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1933, თელავი — გ. 9 აგვისტო, 2015, იქვე) — ქართველი სცენარისტი, მწერალი.
ზაირა არსენიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 ნოემბერი, 1933 |
დაბადების ადგილი | თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 აგვისტო, 2015 (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თელავი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი და სცენარისტი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი |
ჯილდოები | სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1956 წელს II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 70-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა კინოში, კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად — სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983 — საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009). იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მ. შ., „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართველოს სახელმწიფო პრემია – 1998).
ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს თელავში.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.