From Wikipedia, the free encyclopedia
ვო (ფრანგ. Vaud) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს რომანდიაში — ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ფრანგულენოვან ნაწილში. დედაქალაქია ლოზანა.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვო Vaud | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
ადმ. ცენტრი | ლოზანა | ||||
შიდა დაყოფა | Aigle District, Broye-Vully District, Gros-de-Vaud District, Jura-Nord vaudois District, Lausanne District, Lavaux-Oron District, Morges District, Nyon District, Ouest Lausannois District და Riviera-Pays-d'Enhaut District | ||||
კოორდინატები | 46°37′00″ ჩ. გ. 6°33′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1803 | ||||
ფართობი | 3 212,03 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა | ||||
სალაპარაკო ენები | ფრანგული | ||||
მოსახლეობა | 713 281 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | VD | ||||
ოფიციალური საიტი | vd.ch | ||||
კანტონი გადაჭიმულია ნევშატელის ტბიდან ჟენევის ტბამდე. დასავლეთით ერტყმის იურის მთები. მთლიანი ფართობი 3 212 კმ²-ს შეადგენს.
ბერნის კანტონთან ერთად, ვო შვეიცარიის იმ ორ კანტონს შორისაა, რომლებიც გადაჭიმულია იურის მთებიდან ალპებამდე და მოიცავს სამ განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონს. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია, განთავსებულია ბერნის ალპების ჩრდილოეთით.
კანტონის ცენტრალური ნაწილი კონტრასტულია, შედგება მორენებისა და ბორცვებისგან. ტბების გასწვრივ განფენილია ვაკეები.
სახელი მომდინარეობს ფრანგული Pays Vaudois-სგან, ასევე უწოდებდნენ ტყიან ქვეყანას. ეს სახელწოდებები VII საუკუნიდან გვხვდება.
1265 წელს ვო სავოიის საჰერცოგომ დაიპყრო. 1536 წელს მომავალ ბერნის კანტონს გადაეცა. კანტონად 1803 წელს ჩამოყალიბდა და ამის შემდეგ, მისი მთავრობის რეზიდენცია ლოზანის სენ-მერის ციხესიმაგრეშია განთავსებული.
მოსახლეობა ფრანგულენოვანია და ისტორიულად პროტესტანტი (კალვინიზმი), რაც რეფორმაციის ადრეული წლებიდან მომდინარეობს. თუმცა, ბოლო წლებში, სამხრეთ ევროპიდან მიგრაციის შედეგად, ეს მდგომარეობა მეტნაკლებად შეიცვალა. 2000 წელს, მოსახლეობის 40% პროტესტანტი იყო, 34% კი კათოლიკე.[1]
კანტონის მთავარი ქალაქია დედაქალაქი ლოზანა. მის გარშემო კონცენტრირებულია მსუბუქი ინდუსტრია. 1998 წელს, დასაქმებულთა 71,7% მესამეულ სექტორში მუშაობდა, 20,8% კი მეორეულში.
ვოს კანტონი ღვინის მეორე უდიდესი მწარმოებელია შვეიცარიაში. ძირითადად აწარმოებენ თეთრ ღვინოს. ვენახების უდიდესი ნაწილი გაშენებულია ჟენევის ტბის ფერდობებზე, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული „ლავოს ვენახების ტერასების“ სახელით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.