From Wikipedia, the free encyclopedia
ვოლფგანგ ვილჰელმი (გერმ. Wolfgang Wilhelm von Pfalz-Neuburg; დ. 4 ნოემბერი, 1578, ნოიბურგი — გ. 20 მარტი, 1653, დიუსელდორფი) — ნოიბურგის პფაცლგრაფი და იულიხ-ბერგის ჰერცოგი. ფილიპ ლუდვიგ ფონ პფალც-ნოიბურგისა და ანა ფონ იულიხ-კლევ-ბერგის შვილი.
ვოფლგანგმა კათოლიკობა მიიღო და კათოლიკური ლიგისა და ესპანეთის დახმარებით გახდა იულიხ-ბერგის მემკვიდრეობისთვის ომის (1609—1614) გამარჯვებული, რის შემდეგაც იულიხისა და ბერგის ჰერცოგის ტიტული მოიპოვა.
1615 წელს გახდა ოქროს საწმისის ორდენის კავალერი.
ოცდაათწლიანი ომის დროს ვოლფგანგმა მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გაატარა, რისი წყალობითაც მისი სამფლობელოები არ დაუსუსტებია საომარ მოქმედებებს.
1636 წელს ვოლფგანგ ვილჰელმმა დედაქალაქი დიუსელდორფში გადაიტანა.
ვოლფგანგი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო (1613) მაგდალენა ბავარიელი.
მეორე ცოლი (1631) — ეკატერინა ელიზაბეტა შარლოტ ფონ პფალც-ცვაიბრიუკენი, პფაცლგრაფ იოჰან II-ის ქალიშვილი. მათი ორივე შვილი ახალგაზრდობაში დაიღუპა.
მესამე ცოლი (1651) — მარია ფრანცისკა, გრაფ ეჰონ VIII ფონ ფიურსტენბერგ-ჰაილიგენბერგის ქალიშვილი. შვილები არ ჰყოლიათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.