From Wikipedia, the free encyclopedia
ვიჯაიავადა (ტელუგუ విజయవాడ) — ქალაქი ინდოეთში, უდიდესი კრიშნის რაიონში და მესამე უდიდესი ანდჰრა-პრადეშის შტატში, ჰაიდარაბადისა და ვიშაკჰაპატნამის შემდეგ. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 048 240 ადამიანია,[2] მეტროპოლიური არეალის კი 1 491 202.[3] სახელი ვიჯაიავადა „გამარჯვების მიწას“ ნიშნავს და მომდინარეობს ღვთაება კანაკა-დურგასგან, რომელსაც ასევე ვიჯაიას უწოდებდნენ. ქალაქი აგრეთვე ცნობილია თავისი ისტორიული სახელით ბეზავადა, რომელსაც ინდოეთის რკინიგზა იყენებს.
ქალაქი | |
---|---|
ვიჯაიავადა ტელუგუ విజయవాడ | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ანდჰრა-პრადეში |
კოორდინატები | 16°31′00″ ჩ. გ. 80°37′00″ ა. გ. |
ფართობი | 61,88 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 536 მ |
მოსახლეობა | 1 491 202 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | 866 |
საფოსტო ინდექსი | 520001[1] და 520007[1] |
ქალაქს საფუძველი ჩაეყარა მდინარე კრიშნას სამხრეთ ნაპირსა და ჩრდილოეთ ნაპირის ბორცვებზე. ახ. წ. 1855 წლისთვის, იგი პატარა დასახლება იყო ინდრაკილადრის ბორცვების აღმოსავლეთით.[4] დროთა განმავლობაში ქალაქი სხვადასხვა დინასტიების მიერ იმართებოდა. მათ შორის იყო ჩალუკიას დინასტია და დიდი მმართველი კრიშნადევარაია.
ქალაქმა მოკრძალებული სოციო-ეკონომიკური ზრდა განიცადა ინდოეთის დამოუკიდებლობამდელ ხანაში. ამჟამად იგი ანდჰრა-პრადეშის კომერციული დედაქალაქი, პოლიტიკურად აქტიური, სოციოლოგიურად დომინანტი, აგრარულად მდიდარი და ინდუსტრიული სატრანსპორტო კვანძია.
დღეისათვის, ვიჯაიავადაში განთავსებულია ანდჰრა-პრადეშის საუკეთესოდ ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხვა რეგიონებთან კარგადაა დაკავშირებული გზით, ჰაერით და რკინიგზით, გააჩნია ინდოეთში სიდიდით მეორე სარკინიგზო კვანძი.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.