ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფრანგ. Victor-Marie Hugo, IPA viktɔʁ maʁi yˈɡo; დ. 26 თებერვალი, 1802, ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.
სწრაფი ფაქტები ვიქტორ ჰიუგო, დაბადების თარიღი ...
ვიქტორ ჰიუგო |
---|
ფრანგ. Victor Hugo |
|
დაბადების თარიღი |
26 თებერვალი, 1802(1802-02-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] |
---|
დაბადების ადგილი |
ბეზანსონი[20] [22] [24] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
22 მაისი, 1885(1885-05-22)[1] [2] [3] [4] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] [18] [25] [19] [20] [26] [21] [22] [23] (83 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
პარიზი[1] [20] [22] [24] |
---|
დასაფლავებულია |
პარიზის პანთეონი[27] |
---|
საქმიანობა |
პოლიტიკოსი, დრამატურგი[24] , რომანისტი[24] , მხატველი[21] [24] , ლიბრეტისტი, ესეისტი, მწერალი[20] [28] [21] [29] [24] , ილუსტრატორი, მოგზაური მწერალი, პოეტი[28] [21] [24] , ხელოვნებათმცოდნე[30] , პუბლიცისტი[24] და გრაფიკოსი[24] |
---|
ენა |
ფრანგული ენა |
---|
მოქალაქეობა |
საფრანგეთი[31] [24] |
---|
ალმა-მატერი |
პარიზის უნივერსიტეტი, ლუი დიდის ლიცეუმი და Lycée Michelet, Vanves |
---|
ჟანრი |
რომანი, პოეზია, პიესა და პამფლეტი |
---|
Magnum opus |
საბრალონი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, Les Contemplations, L'Art d'être grand-père, კაცი, რომელიც იცინის, Les Orientales, Toilers of the mer და ოთხმოცდაცამეტი წელი |
---|
ჯილდოები |
საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[32] [33] და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[34] |
---|
მეუღლე |
ადელ ფუშე[24] |
---|
პარტნიორ(ებ)ი |
ჟულიეტ დრუე და ლეონი დ'ონე |
---|
შვილ(ებ)ი |
ადელ ჰიუგო[24] , შარლ ჰიუგო[27] [24] , ფრანსუა-ვიქტორ ჰიუგო[27] [24] და ლეოპოლდინ ჰიუგო[24] |
---|
ნათესავ(ებ)ი |
Georges-Victor Hugo და Jeanne Hugo |
---|
|
ხელმოწერა |
|
---|
|
დახურვა
საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში ჰიუგო ზედმიწევნით კონსერვატიული იყო, ათწლეულების შემდეგ ის პოლიტიკურ მემარცხენეთა პოზიციაზე ინაცვლებს; ის რესპუბლიკანიზმის მგზნებარე მხარდამჭერი ხდება და მისი ნამუშევრები თანამედროვე პოლიტიკის, სოციალური თუ ხელოვნების მიმდინარეობების თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.