From Wikipedia, the free encyclopedia
ვიტვატერსრანდი (ინგლ. Witwatersrand; ადგილობრივად რანდი ან, იშვიათად, რიფი) — ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული 56 კილომეტრი სიგრძის ესკარპი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აგებულია მყარი, ეროზიაგამძლე კვარციტული მეტამორფული ქანებით, რომელზედაც ჩრდილოეთური მიმართულების რამდენიმე მდინარე ქმნის ჩანჩქერს, რაც ხსნის სახელწოდება ვიტვატერსრანდს, რომელიც აფრიკაანსზე „თეთრი წყლების ქედს“ ნიშნავს.[1]
ვიტვატერსრანდი | |
---|---|
კოორდინატები: 26°12′13″ ს. გ. 28°02′34″ ა. გ. | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
ტერიტორიული ერთეული | ჩრდილო-დასავლეთი გაუტენგი მპუმალანგა |
სიმაღლე | 1913 მ |
სიგრძე | 56 კმ |
სიგანე | 10 კმ |
აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმული ესკარპის ხილვა შესაძლებელია ერთ მოკლე შუალედში აღმოსავლეთით — ბედფორვიუდან (ტამბოს საერთაშორისო აეროპორტიდან დასავლეთით დაახლოებით 10 კმ) იოჰანესბურგისა და რუდეპურტის გავლით, დასავლეთით — კრიუგერსდორპამდე.[2] ესკარპი ქმნის 7–10 კმ სიგანის პლატოს (ან ქედის) ჩრდილოეთ კიდეს, რომელიც აზევებულია ჰაიველდის მიდამოების ვაკეებიდან დაახლოებით 200 მ-ზე.
იოჰანესბურგის რიგი თვალწარმტაცი გარეუბანი, მათ შორის: ობსერვატორი, ლინკსფილდ-რიჯი და ზემო ჰაფტონი ქედის ფარგლებშია მოქცეული, ხედით — იოჰანესბურგის ჩრდილოეთ ნაწილზე. მთლიანად, სტრუქტურულ პლატოს აგრეთვე ხშირად უწოდებენ ვიტვატერსრანდს. პლატოს სიმაღლე ზღვის დონიდან უდრის 1700–1800 მ-ს.[3]
ვიტვატერსრანდი ცნობილია იმით, რომ მისი წიაღიდან მოპოვებულია 48 000 ტონა ოქრო ან ადამიანის მიერ ოდესმე მოპოვებული ოქროს მთელი მარაგის დაახლოებით 40 %. გარდა ამისა, ვიტვატერსრანდში არის ურანის ბუდობები. ოქროს მოპოვება ამ რაიონში დაიწყო 1880-იანი წლებიდან. მრავალი ძველი შახტი უკვე დაკეტილია, თუმცა ოქროს მოპოვება მიმდინარეობს.[4] ვიტვატერსრანდის მინერალურმა რესურსებმა ისეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რომ მის პატივსაცემად სახელი ეწოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვალუტას — სამხრეთაფრიკულ რანდს.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.