ვირუსები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვირუსები — 20–300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ინფექციური აგენტები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ვირუსები არსებობს ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს უჯრედოვანი აგებულება. ამ არსებებს ვირუსები ეწოდება (ლათ. „viruse“ - შხამი) და ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს მიეკუთვნებიან. ვირუსები არც მცენარეებს მიეკუთვნება და არც ცხოველებს. ისინი უმცირესი ზომის ინფექციური აგენტები არიან. ამიტომ მათი შესწავლა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით. ვირუსების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მათ სიცოცხლე და გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ სხვა, ცოცხალი ორგანიზმების უჯრედებში. ცოცხალი ორგანიზმების უჯრედის გარეშე ვირუსებს არსებობა არ შეუძლიათ და ბევრ მათგანს გარემოში კრისტალების ფორმა აქვს. როდესაც ვირუსები ჩასახლდებიან ცხოველების, მცენარეების და ბაქტერიების უჯრედებში, იწვევენ ბევრ საშიშ დაავადებას, ამიტომ ისინი განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. ადამიანის ვირუსულ დაავადებებს განეკუთვნებიან, მაგალითად, წითელა, გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, ყვავილი, ჰეპატიტები, ჩუტყვავილა, ყბაყურა და ა.შ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებათა შორის ცნობილია თამბაქოს, ბარდისა და სხვა კულტურების მოზაიკური დაავადება, რომლის დროსაც ვირუსები შლიან ქლოროპლასტებს და ფოთლის დაზიანებული ნაწილები უფერულდებიან. ყოველი ვურუსული ნაწილაკი შედგება დნმ ან რნმ-ის მცირე რაოდენობისაგან, რაც დაფარულია ცილოვანი გარსით. ეს გარსი დამცველობით როლს ასრულებს. განვითარების თავისებურების მიხედვით ვირუსი შეიძლება იყოს აქტიური ან ლატენტური:
ვირუსები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ვირუსების ზომა სხვა ორგანიზმების და მოლეკულების ზომებთან შედარებით | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
viruse | ||||||||
|
ვირუსების კლასიფიკაციის სქემა:
განვითარების თავისებურების მიხედვით აქტიურ ვირუსებს მიეკუთვნებიან მაგ: გრიპის, სურდოს, წითელას,
წითურას და ა. შ. ვირუსები, ხოლო ლატენტურ ვირუსებად შეგვიძლია
მივიჩნიოთ შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის ვირუსი და სხვა მსგავსი
ვირუსები. უჯრედში შესული ვირუსის მემკვიდრული მასალა ეშენება
მასპინძელი უჯრედის დნმ-ს და მისი ნაწილი ხდება. ამის შემდგომ ის იწყებს
მასპინძელი უჯრედის ნუკლეოტიდების, ამინომჟავების, ფერმენტებისა და
რიბოსომების გამოყენებას საკუთარი ცილისა და დნმ-ის საწარმოებლად. მაგ:
გრიპის ვირუსი აიძულებს უჯრედს, აწარმოოს მისთვის დამახასიათებელი
მხოლოდ ორი ტიპის ცილის მოლეკულა, ნაცვლად უჯრედისთვის
დამახასიათებელი ასობით სხვადასხვა მოლეკულისა. საბოლოო ჯამში ვირუსი
აიძულებს მასპინძელ უჯრედს, წარმოქმნას მრავალი ახალი ვირუსი, რომელიც
შემდგომ მასპინძელ უჯრედს ანადგურებს.
მცენარეებში ძირითადად რნმ-შემცველი ვირუსები პარაზიტობენ (მაგ:
თამბაქოს მოზაიკური ვირუსი), ხოლო ცხოველურ უჯრედებში კი სახლდებიან
და დაავადებებს იწვევენ როგორც რნმ, ასევე დნმ შემცველი ვირუსები.