![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/Violin_VL100.jpg/640px-Violin_VL100.jpg&w=640&q=50)
ვიოლინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები[1][2][3]. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/Violin_VL100.jpg/640px-Violin_VL100.jpg)
ვიოლინოს 4 სიმი აქვს. თოთოეულ სიმს თავისი სახელი ჰქვია: სოლ, რე, ლა, მი.
ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს.
საქართველოს ბევრი სახელგანთქმული მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები.