ვიკიპედია:საარბიტრაჟო კომიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საარბიტრაჟო კომიტეტი - გარკვეული ხნით არჩეული გამოცდილ მომხმარებელთა ჯგუფი, რომლის მიზანია ვიკიპედიაში წარმოშობილი იმ კონფლიქტების გადაჭრა, რომელთა გადაწყვეტა სხვა გზით ვერ მოხერხდა. არბიტრაჟის მოქმედების პრინციპი ჩაწერილია სტატიაში ვიკიპედია:კონფლიქტთა გადაჭრა. კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება მის წევრთა შორის კენჭისყრით.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3b/Picswiss_BE-98-17_Biel-_Gerechtigkeitsbrunnen_%28Burgplatz%29.jpg/191px-Picswiss_BE-98-17_Biel-_Gerechtigkeitsbrunnen_%28Burgplatz%29.jpg)
კომიტეტში შედის 3 არბიტრი. არბიტრები ირჩევიან 1 წლით.
არბიტრობის კანდიდატისადმი მინიმალური მოთხოვნაა სტაჟის 8 თვე და 2000 შესწორება.