![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Venezuela.gif/640px-Venezuela.gif&w=640&q=50)
ვენესუელის მკვიდრი ხალხები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენესუელის მკვიდრი ხალხები შეადგენენ ვენესუელის მოსახლეობის დაახლოებით 1.5%-ს,[1] თუმცა ვენესუელელების უმეტესობას ჰყავს წინაპრები ადგილობრივი ხალხებიდან. მკვიდრი მოსახლეობის უმეტესობა კონცენტრირებულია სამხრეთის ტროპკულ ტყეებში ამასონასის შტატში სადაც ისინი მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს შეადგენენ,[1] და ანდებში შტატ სულიას ტერიტორიაზე. ადგილობრივ ხალხებში ყველაზე მრავალ რიცხოვანია ვაიუ, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 200,000-ს შეადგენს. ისინი ცხოვრობენ სულიაში მარაკაიბოს ტბასა და კოლუმბიის საზღვარს შორის.[2] ადგილობრივი მოსახლეობის მეორე დიდი ჯგუფი (დაახლოებით 100 000) ცხოვრობს სამხრეთის მეჩხერად დასახლებულ ამასონანის, ბოლივარისა და დელტა-ამაკუროს შტატებში.[2] ისინი წარმოადგენენ მინიმუმ 26 ეთნიკურ ჯგუფს, მათ შორის: იანომამო, პემონები, ვარაო, ბანივა , კალინა , მოტოლონე-ბარი და იეკუნანა.[2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Venezuela.gif/640px-Venezuela.gif)