From Wikipedia, the free encyclopedia
ვენახი — ვაზის ბაღი. მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია ვაზის პლანტაცია, სადაც მოყავთ ყურძენი ღვინისთვის, სასუფრე ყურძენი და უბრალო, უალკოჰოლო წვენისთვის. ეს წარმოება მევენახეობის სახელითაა ცნობილი, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობის დარგია, ასევე მეცნიერებაა.
მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რაიონებია ბოლივიაში (2500-3000 მეტრი ზღვის დონიდან), დაღესტანში (1400 მეტრი), აზერბაიჯანში (1300 მეტრი). ტროპიკულ სარტყელში ვაზის ვეგეტაცია უწყვეტად მიმდინარეობს, რაც წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მთელ მსოფლიოში ვაზის ნარგავების ფართობები სტაბილური სახით 10 მილიონ ჰექტარს აღწევდა, რაც სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული ფართობის 0,7% შეადგენდა.[1]
ღვინოს, რამდენიმე მტკიცებით, ჯერ კიდევ 6000-5000 წლის წინ აწარმოებდნენ.[2] ღვინის დამზადების ტექნოლოგიების განვითარებაში დიდი წვლილი ძველ ბერძნებს მიუძღვით, მაგრამ ძირითადი, საბოლოო სახე რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.