From Wikipedia, the free encyclopedia
ველფები (გერმ. Welfen) — ფრანკული წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი ევროპული დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც რიგი ევროპული სახელმწიფოების ტახტს იკავებდნენ, კერძოდ, გერმანული და იტალიური სამთავროების, ასევე რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის.
ველფების პირველი დინასტია, აგრეთვე ცნობილი როგორც უფროსი ველფები (გერმ. Die älteren Welfen), იყო ფრანკული წარმოშობის. ოჯახური ლეგენდის მიხედვით საგვარეულოს წარმოშობა უკავშირდებოდა ედეკონს, ატილას დროინდელ (დაახლ. 450 წელი) ჰუნ ან სკვით ბელადს, ოდოაკრის მამას. თუმცა მის შესახებ პირველი დოკუმენტური მოხსენიებები ეკუთვნის VIII საუკუნეს, როდესაც რუთარდმა (გერმ. Ruthard) 746 წლის შემდეგ მიიღო სამფლობელოები მაასისა და მოზელის რაიონებში. VIII საუკუნის შუა წლებში ველფებმა მიიღეს სამფლობელოები ზემო შვაბიაში, ვაინგარტენში (ალტდორფი).
ველფების მეორე დინასტია წარმოადგენს იტალიური დ’ესტეს დინასტიის შტოს. ლიგურიის მარკგრაფი ალბერტო აცო II დ'ესტე დაქორწინდა კუნიგუნდაზე, ველფ II-ის ქალიშვილზე. სწორედ მათი ვაჟი, ველფ IV, გახდა ველფების მეორე დინასტიის დამაარსებელი. ველფების ამ სახლის სახელწოდებიდან მომდინარეობს შუა საუკუნეების პოლიტიკური მოძრაობის, გველფების სახელწოდება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის მცდელობას, გაევრცელებინა საკუთარი ძალაუფლება იტალიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.