![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4e/Vegetarian_diet.jpg/640px-Vegetarian_diet.jpg&w=640&q=50)
ვეგანობა
ფილოსოფია, რომელიც უარყოფს ცხოველების გამოყენებას / From Wikipedia, the free encyclopedia
ვეგანობა (ინგლ. veganism) — ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, კვების რაციონში, და ამასთანავე, შესაბამისი ფილოსოფია, რომელიც უარყოფს ცხოველების პროდუქტის სახით გამოყენების სტატუსს. ვეგანობის მიმდევარს ვეგანს უწოდებენ. ვეგანობის სხვადასხვა კატეგორიებს შორის არსებობს განსხვავება. დიეტური ვეგანები, ანუ მკაცრი ვეგანები, თავს იკავებენ ცხოველური პროდუქტების მიღებისაგან, და არა მხოლოდ ხორცის, არამედ, ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებისაგან განსხვავებით, კვერცხისაგან, რძის პროდუქტებისა და სხვა ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებისაგან. ეთიკური ვეგანები არა მხოლოდ იცავენ ვეგანურ კვების წესს, არამედ, ეწინააღმდეგებიან ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების გამოყენებას ნებისმიერი მიზნით[1]. ეკოლოგიური ვეგანობა მოიხსენიება როგორც ცხოველური პროდუქტების თავიდან აცილება იმ თვალსაზრისით, რომ ცხოველთა მოშენება და სამრეწველო მეურნეობი ეკოლოგიურად არამდგრადია[2]. ტერმინი ვეგანობა მოიგონა დონალდ უოთსონმა 1944 წელს, როდესაც ის გახდა ბრიტანეთის ვეგანების საზოგადოების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი — რაც თავდაპირველად ნიშნავდა „არა რძის ვეგეტარიანელს“, თუმცა მისი წევრები უარს აცხადებდნენ კვერცხის მიღებაზეც და 1951 წელს საზოგადოებამ გააფართოვა ვეგანობის განმარტება შემდეგ მნიშვნელობამდე: „დოქტრინა, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე“[3]. ეს არის პატარა, მაგრამ მზარდი მოძრაობა. ვეგანური საკვები ხდება უფრო ხელმისაწვდომი სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ბევრ ქვეყანაში, და ზოგი სპორტსმენი, რომელიც ჩართულია სპორტის ისეთ სახეობებში, სადაც მოითხოვენ განსაკუთრებულ გამძლეობას, მაგალითად რკინის ტრიათლონში და ულტრამარათონში, არიან ვეგანობის მიმდევრები, მათ შორის უმი ვეგანობის[4].
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4e/Vegetarian_diet.jpg/640px-Vegetarian_diet.jpg)