From Wikipedia, the free encyclopedia
ვახტანგ I გურიელი (გ. 1587) — გურიის მთავარი 1583-1587 წლებში (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით).
ვახტანგ I გურიელი | |
---|---|
გურიის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1583 |
მმართ. დასასრული: | 1587 |
წინამორბედი: | გიორგი II გურიელი |
მემკვიდრე: | გიორგი II გურიელი |
გარდ. თარიღი: | 1587 |
მეუღლე: | ათაბაგის ასული თამარი |
შვილები: | თამარი, ქაიხოსრო I გურიელი |
დინასტია: | გურიელები |
ვახუშტის მიხედვით ვახტანგი იყო „ტომი გურიელთა“, მაგრამ არ აკონკრეტებს მის ოჯახურ წარმომავლობას. შემორჩენილი ისტორიული საბუთების მიხედვით ის იყო უმცროსი ძე გიორგი II გურიელისა, როსტომის ძისა. წყაროებში პირველად დაახლ. 1572 წელს ჩანს. მთავრად დაჯდომამდე საბატონიშვილოდ ჰქონდა ქობულეთის მხარე.
1583 წელს ვახტანგი გურიელად დასვა ოდიშის მთავარმა მამია IV დადიანმა, რომელმაც დაამარცხა გიორგი II გურიელი.
ვახტანგის პატრონაჟით ოსმალთა მიერ ზარზმის აოხრების შემდეგ ზარზმის ხატი გურიაში ჩამოასვენეს, გურიელთა საძვალეში — შემოქმედის ეკლესიაში დაასვენეს და შეამკეს. ვახტანგს შემოქმედისთვის ოთხმოცი კომლი აზნაურიშვილი შეუწირავს, ბიჭვინთის ტაძრისთვის კი — რიყეს, სასახლეს მდებარე ერთი დიდი საოჩე. ვახტანგი 1587 წელს გარდაიცვალა, რითაც ისარგებლა გონიოს მყოფმა გიორგი გურიელმა და ოსმალთა შემწეობით ტახტი დაიბრუნა. ვახტანგი შემოქმედში დაკრძალეს. მის საძვალეზე გურიელის ქვრივმა ათაბაგის ასულმა თამარმა შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი დაასვენა.
ცნობილია ვახტანგის ორი შვილი — თამარი და ქაიხოსრო. თამარი გათხოვილი იყო პაპუნა ჭილაძეზე. მათი აშენებულია ტყვირის ეკლესიის დასავლეთი ეგვტერი.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.