![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/Aa_channel_flow_from_Mauna_Loa.jpg/640px-Aa_channel_flow_from_Mauna_Loa.jpg&w=640&q=50)
ეფუზია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეფუზია (ლათ. effusio — ამონთხევა) — ბლანტი ლავის ამონთხევის პროცესი დედამიწის ზედაპირზე.[1] მისი გაცივების შედეგად წარმოიქმნება ეფუზიური ქანები, რომლებიც განლაგებულია ლავური ნაკადებისა და ლავური საფარების სახით. ეფუზია ვულკანური მოქმედების გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა. ეფუზიას თან სდევს ექსპლოზია — პატარა (ვულკანური ფერფლი, ქვიშა ან ტუფი) ან დიდი (ვულკანური ყუმბარა და შლაკები) ნატეხების ამოსროლა. მჟავა, ბლანტი ლავა ზოგჯერ არ იღვრება, არამედ იჭყლიტება, რის გამოც იქმნება ვულკანური გუმბათი (ექსტრუზია).[2] გამოიყოფა ლატერალური, სუბტერმინალური და ტერმინალური ეფუზია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6e/Aa_channel_flow_from_Mauna_Loa.jpg/640px-Aa_channel_flow_from_Mauna_Loa.jpg)