ესპერანტო
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპერანტო (esperanto-მოიმედე < ფრანგ. esperer) — ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა, რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა. მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია-შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.
სწრაფი ფაქტები
ესპერანტო Esperanto | |
გავრცელებულია | 115-მდე ქვეყანაში |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 200-1000(1996 წელი) მშობლიური, 10,000-დან 2 მლნ.-მდე მოლაპარაკე. |
ოფიციალური სტატუსი | - |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | კონსტრუქტიული ენა რომანული, გერმანული და სლავური ენების ბაზაზე |
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა |
ენის კოდები | iso1=eo iso2=epo |
დახურვა