ესპანური კურდღლისცოცხა
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანური კურდღლისცოცხა (ლათ. Spartium junceum) — 1-3 მ-მდე სიმაღლის ხე ან ნახევრად ბუჩქია. გრძელი, წკეპლისებური, მცირედ შეფოთლილი ტოტებით. ფოთლები მარტივია, მოგრძოხაზური ან მოგრძოელიფსური. ყვავილები კაშკაშა ყვითელია, მეჩხერ, კენწრულ მტევნებად შეკრებილი. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის ქვედა სარტყელში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ყირიმს, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას. გაველურებულია.
სწრაფი ფაქტები ესპანური კურდღლისცოცხა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ესპანური კურდღლისცოცხა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Spartium junceum L. | ||||||||||||||
|
დახურვა
გამოიყენება მთის ფერდობთა გასამაგრებლად.[1]