From Wikipedia, the free encyclopedia
ერევნის ტბა (სომხ. Երևանի լիճ; ერევნის ზღვა, სომხ. Երևանյան լիճ ან Երևանյան ծով) — სომხეთში, ქალაქ ერევნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შექმნილი ხელოვნური ტბა. შეიქმნა 1963-1966 წლებში მდინარე რაზდანის კალაპოტის გადასაკეტად. სიმაღლე ზღვის დონიდან 908 მეტრი, ფართობი — 650 ათ. მ², საშუალო სიღრმე — 8 მ, მაქსიმალური სიღრმე — 18 მ, მოცულობა — 5 მლნ. მ³. ზამთარში იყინება.
ტბასთან ახლოს გადის ერევანი-ეჩმიაძინის გზა, ასევე ახლოსაა ამერიკის საელჩო. 1976 წლის 16 სექტემბერს ტბაში გადავარდა ტროლეიბუსი, რომელშიც 92 ადამიანი იმყოფებოდა. იქვე მყოფმა შავარშ კარაპეტიანმა მოახერხა 10 მ სიღრმეზე ჩაძირული მანქანიდან 20 ადამიანის გადარჩენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.