From Wikipedia, the free encyclopedia
ერედვის ბაზილიკა – წმ. გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ ერედვში (გორის მუნიციპალიტეტი), ქ. ცხინვალიდან ჩრდილო–დასავლეთით, 7 კილომეტრში. ერედვის ბაზილიკა X საუკუნის პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო თეოდორე თაფლაისძე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ერედვის სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია.
ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია თარიღიანი სამშენებლო წარწერა.
„
სახელითა ღმრთისათა, მამისა და ძისა და სოლისა წმიდისა თა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმ |
წარწერის მიხედვით, 906 წელს, ქართლში ივანე ტბელის უფლობის დროს („ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა“), ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანეს „განზრახვით, და მოყვასთა შეწევნით“, ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია („დავდე სარძირკველი“) ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. იქვე იხსენიება აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III (893–922 წწ.). მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.
ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არ აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.