From Wikipedia, the free encyclopedia
ეპითელური ქსოვილი ან ეპითელიუმი — უჯრედების ნებისმიერი უწყვეტი ფენა, რომელიც ფარავს სხეულს ან მის ნაწილებს გარედან ან სხეულის ღრუებს ამოფენს შიგნიდან.
იმ ეპითელიუმს რომელიც ამოფენს სისხლძარღვებს და გულს - ენდოთელიუმი ეწოდება, ხოლო მუცლის ღრუს ამომფენ ეპითელიუმს - მეზოთელიუმი.
უჯრედების წყობის მიხედვით არჩევენ ერთშრიან, ორშრიან და მრავალშრიან ეპითელიუმს, ხოლო უჯრედების ფორმის მიხედვით არჩევენ ბრტყელს, ცილინდრულს და კუბურს.
ბრტყელი ერთშრიანი ეპითელიუმით დაფარულია ორგანიზმის გარეგანი საფარველი (კანი) პირის ღრუ, საყლაპავი, ფილტვების ალვეოლები და ნეფრონის კაფსულები (თირკმელებში).
ერთშრიანი ცილინდრული ანუ ჯირკვლოვანი. მის უჯრედებს ფიალის ფორმა აქვთ და გამოყოფენ სხვადასხვა სეკრეტს: ოფლი, ცხიმი, ცრემლი, ნერწყვი, ჰარმონები – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, კუჭის და ნაწლავების ლორწოვანი გარსი.
მრავალშრიანი ცილინდრილი ეპითელიუმი იყოფა გაურქოვანებელ და გარქოვანებულ ეპითელიუმად.
მოციმციმე ანუ წამწამოვანი მისი უჯრედები დაფარულია ციტოპლაზმის მრავალრიცხოვანი გამონაზარდებით–წამწამებით, რომლებიც ირხევიან ერთი მიმართულებით – შიგნიდან გარეთ და იცავენ შესუნთქულ ჰაერში შეტივტივებული მიკრობებისგან. ამ ტიპის ეპითელიუმით დაფარულია სასუნთქი სისტემის ჰაერგამტარი გზები: ცხვირის ღრუ, ცხვირ–ხახა, ხახა, ტრაქეა და ბრონქები.
გარდამავალი ეპითელიუმი – განიხილება როგორც მრავალშრიანი ეპითელიუმის ზეცვლილება – მისი უჯრედები ადვილად იცვლიან ფორმას, ამიტომ ეს სახე გვხვდება ისეთ ორგანოების კედლებში, რომლებიც ხშირად განიცდიან გაფართოებას და მოდუნებას – შარდის ბუშტი, შარდსაწვეთი.
ეპითელიუმის ფუნქციებია: დამცველობითი, გამომყოფი და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში ორგანიზმსა და გარემოს შორის.
|date=
-ში (დახმარება)|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.