From Wikipedia, the free encyclopedia
ნეფრონი (ბერძ. νεφρός — თირკმელი) — თირკმლის მილაკი, ხერხემლიანების თირკმლის მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული. ნეფრონი თხელკედლიანი, მეტ-ნაკლებად დაკლაკნილი მილაკია, რომლის ცალკეული უბნები სპეციალიზებულია შარდის წარმოქმნის სხვადასხვა პროცესის შესასრულებლად. ნეფრონი დაკავშირებულია სისხლის კაპილარების გორგალთან თხელი ჯამისებრი გამონაზარდებით (ე. წ. ბოუმენის კაფსულა) და ქმნის მალპიგის სხეულაკს, რომელშიც ხდება პირველადი შარდის ფილტრაცია.
ნეფრონი შედგება კაპილარული მარყუჟების გორგლისგან, რომელიც მდებარეობს შუმლიანსკ-ბაუმენის კაფსულაში, მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის; პროქსიმალური მილაკისგან; ჰენლის მარყუჟისგან; შემკრებ მილაკში ჩამავალი დისტალური მილაკისგან. შემკრები მილაკი ასრულებს მილაკების სისტემას და მორფოლოგიურად აღარ მიეკუთვნება ნეფრონს. გორგლის მომტან და წამღებ არტერიოლებს შორის განლაგებულია იუქსტაგლომერული კომპლექსი, მათ შორის უჯრედები, რომლებიც ახდენენ რენინის სეკრეციას - პროტეინაზების ქვეკლასის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს (ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას) ანგიოტენზინოგენის ანგიოტენზინში გარდაქმნის პროცესში. თითოეული თირკმელი შეიცავს 1-1,2 მლნ. ნეფრონს, რომელთა დაახლოებით 85% განლაგებულია ქერქოვან შრეში, ხოლო 15% - ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე. იუქსტაგლომერული ნეფრონები უშუალო მონაწილეობას იღებენ შარდის ოსმოსური კონცეტრაციის შექმნის პროცესებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.