დართ ვეიდერი, დაბადებული ანაკინ სკაიუოკერად — გამოგონილი პერსონაჟი ვარსკვლავური ომების სამყაროში.[1][2][3] იგი პერსონაჟის სახით ჩნდება ვარსკვლავური ომების ორიგინალურ, ისევე, როგორც წინარეისტორიის ტრილოგიაში.

სწრაფი ფაქტები დართ ვეიდერი ანაკინ სკაიუოკერი, თანამდებობა ...
დართ ვეიდერი
ანაკინ სკაიუოკერი
Thumb

დართ ვეიდერი, დევიდ პრაუზის შესრულებით, იმპერიის საპასუხო შეტევა
თანამდებობა დართ ვეიდერი: სითების მბრძანებელი, უმაღლესი სარდალი
ანაკინ სკაიუოკერი: რაინდი-ჯედაი, რესპუბლიკის არმიის გენერალი
წარმოშობა ტატუინი
ოჯახი შმი სკაიუოკერი (დედა)
ოუენ ლარსი (ნახევარძმა)
პადმე ამიდალა (ცოლი)
ლუკ სკაიუოკერი (შვილი)
ლეია ორგანა სოლო (შვილი)
სქესი მამრობითი
კავშირი დართ ვეიდერი:
სითები
გალაქტიკური იმპერია
ანაკინ სკაიოკერი:
ჯედაები
გალაქტიკური რესპუბლიკა
როლს ასრულებს
  • დართ ვეიდერი:
    • დევიდ პრაუზი
    • ბობ ანდერსონი
    • ჯეიმზ ერლ ჯონსი
    • ბროკ პიტერსი
    • სკოტ ლოურენსი
    • მეტ სლოუნი
    • ტერენს კ. კარსონი
  • ანაკინ სკაიუოკერი (ახალგაზრდობაში):
    • ჰეიდენ კრისტენსენი
    • სებასტიან შოუ
    • მეტ ლენტერი
    • მეტ ლუკასი
    • დევიდ სკოტი
  • ანაკინ სკაიუოკერი (ბავშვობაში):
    • ჯეიკ ლოიდი
    • ფრენკი რაიან მანრიკესი
დახურვა

პერსონაჟი შეიქმნა ჯორჯ ლუკასის მიერ. იგი განსახირებული იქნა მრავალი მსახიობის მიერ. დართ ვეიდერი ჩნდება ვარსკვლავური ომების ექვსივე ფილმში. იგი არის მნიშვნელოვანი პერსონაჟი ვარსკვლავური ომების ვრცელ სამყაროში, რომელიც აღწერილია ტელესერიალებში, ვიდეო თამაშებში, რომანებსა და კომიქსებში. თავდაპირველად დართ ვეიდერი იყო ჯედაი, რომელსაც უნდა შეენარჩუნებინა წონასწორობა ძალაში. მაგრამ იგი მოექცა ძალის ბნელ მხარეს და ემსახურებოდა გალაქტიკურ იმპერიას, როგორც სითების მბრძანებელ პალპატინის მარჯვენა ხელი.[4] იგი არის ლუკ სკაიუოკერისა და პრინცესა ლეია ორგანას მამა.

ამერიკის კინოინსტიტუტმა დართ ვეიდერი დაასახელა რიგით მესამე ადგილზე კინოს ისტორიაში უდიდესი ბოროტი პერსონაჟების სიაში 100 წელი…100 გმირი და მტერი, ჰანიბალ ლეკტერისა და ნორმან ბეიტსის შემდეგ.[5]

კავშირები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.