ემპაირ სტეიტ ბილდინგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემპაირ სტეიტ ბილდინგი (ინგლ. Empire State Building) — 102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს“ მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.
სწრაფი ფაქტები ინფორმაცია, ტექნიკური დეტალები ...
ემპაირ სტეიტ ბილდინგი Empire State Building | |
ემპაირ სტეიტ ბილდინგი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1931-დან 1972-მდე.* | |
წინამორბედი | კრაისლერ ბილდინგი |
შემდეგი | მსოფლიო სავაჭრო ცენტრი |
ინფორმაცია | |
---|---|
მისამართი | 350 მეხუთე ავენიუ, მანჰეტენი, აშშ |
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 1930-1931 |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 381 მ / 102 სართ.[1][2] |
ლიფტი | 73[3] |
კომპანიები | |
მფლობელი | Empire State Realty Trust |
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე; იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის. |
დახურვა
სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.