From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზესთვის (გერმ. Für Elise) — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ 1810 წელს დაწერილი მუსიკალური კომპოზიცია ფორტეპიანოსათვის ლა-მინორში. გერმანელი მუსიკათმცოდნის ლუდვიგ ნოლის ცნობით ორიგინალ ავტოგრაფზე სათაურად გაკეთებული იყო წარწერა: „ელიზესთვის 27 აპრილს, სახსოვრად ლ. ვ. ბთჰვნ-ისგან“ (გერმ. Für Elise am 27 April zur Erinnerung von L. v. Bthvn)[1], შემდეგ კი ეს გრძელი სათაური შეამოკლეს. ნაწარმოების შექმნის თარიღი დადგენილია ბეთჰოვენის ერთ-ერთი ესკიზის საშუალებით.
იმის შესახებ, თუ ვის მიუძღვნა კომპოზიტორმა ნაწარმოები, რამდენიმე თეორია არსებობს. 1923 წელს ბეთჰოვენის მკვლევარი მაქს უნგერი დაეჭვდა კომპოზიციის სახელწოდების ორიგინალურობაში, რადგან, მისი აზრით, ბეთჰოვენის ცხოვრებაში არ არსებობდა ქალი სახელით „ელიზე“. მკვლევარმა მიიჩნია, რომ ეს სახელი სათაურის მოგვიანებით შეცდომით ტრანსკრიბირების შედეგი უნდა იყოს, თავდაპირველად კი სათაური იქნებოდა „ტერეზასთვის“. ამ ტერეზაში კი იგულისხმებოდა ტერეზა მალფატი, რომელსაც ბეთჰოვენმა სწორედ 1810 წელს თხოვა ხელი, თუმცა ქორწილი არ შედგა.
მეორე ვერსია, რომელიც მკვლევარ კლაუს მარტინ კოპიცს ეკუთვნის, ბეთჰოვენმა ნაწარმოები მიუძღვნა იმ დროისათვის 17 წლის გერმანელ ოპერის მომღერალ ელიზაბეთ რეკელს, რომელიც კომპოზიტორთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.