![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/87/Johann_Spilberg_002.jpg/640px-Johann_Spilberg_002.jpg&w=640&q=50)
ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Elisabeth Amalie von Hessen-Darmstadt; დ. 20 მარტი, 1635 — გ. 4 აგვისტო, 1709) — ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. კურპფალცის კურფიურსტის მეუღლე 1685-90 წლებში. პფალცის ორი კურფიურსტის, იოჰან ვილჰელმისა და კარლ III ფილიპის, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენას, პორტუგალიის დედოფალ მარია სოფიას, ესპანეთის დედოფალ მარია ანას და პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფიას დედა. უამრავი სახელგანთქმული ევროპელი მონარქის ბებია და დიდი-ბებია.
სწრაფი ფაქტები ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი, კურპფალცის კურფიურსტი ...
ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი | |
---|---|
![]() ელიზაბეთ ამალია 1655 წელს თავის უფროს ქალიშვილ ელეონორთან ერთად | |
კურპფალცის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1685 |
მმართ. დასასრული: | 1690 |
წინამორბედი: | ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი |
მემკვიდრე: | ანა მარია ლუიზა მედიჩი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 მარტი, 1635 |
დაბ. ადგილი: | გისენი, ჰესენ-დარმშტადტის ლანდსაგრაფო |
გარდ. თარიღი: | 4 აგვისტო, 1709, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნოიბურგი, კურპფალცის საკურფიურსტო |
მეუღლე: | ფილიპ ვილჰელმი, კურპფალცის კურფიურსტი |
შვილები: | 17 შვილი |
სრული სახელი: | ელიზაბეთ ამალია მაგდალენა ვან ჰესენ-დარმშტადტი |
მამა: | გეორგ II, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი |
დედა: | სოფია ელეონორა საქსონიელი |
რელიგია: | ჯერ ლუთერანიზმი, შემდეგ კათოლიციზმი |
დახურვა