ელენ ბარკინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელენ რონა ბარკინი (ინგლ. Ellen Barkin; დ. 6 აპრილი, 1954)[1] — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. 1982 წელს მან მის სამსახიობო კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც კომედიურ ფილმ „Diner-ში“ ბეტის როლი შეასრულა. ამ წლებში იგი გადაღებულ იქნა შემდეგ ფილმებში: „Tender Mercies“ (1983), „ბუკარო ბანზაის თავგადასავალი მერვე განზომილებაში“ (1984), „The Big Easy“ (1987), „სიმპატიური ჯონი“ (1989), „სიყვარულის ზღვა“ (1989).
ელენ ბარკინი | |
---|---|
ელენ ბარკინი ფილმ „ოუშენის 13 მეგობარი“-ს პრემიერაზე, 2007 | |
დაბადების სახელი | ელენ რონა ბარკინი |
დაბადების თარიღი |
16 აპრილი, 1954 (1954-04-16) (70 წლის) ბრონქსი, ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1978-დღემდე |
მეუღლე(ები) |
გაბრიელ ბაირნი (1988-1999), რონალდ ო. პერელმანი (2000-2006) |
შვილ(ებ)ი | 2 |
1991 წელს, ფილმ „შეცვლაში“ მთავარი როლის მორგებით, მან Golden Globe-ის ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი ქალი“ მოიგო. იგი გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „Trouble man“ (1992), „Into the West“ (1992), „ამ ბიჭის ცხოვრება“ (1993), „ცუდი კომპანია“ (1995), „ველური ბილი“ (1995), „ფანატი“ (1996), „ზაფრა და გულის რევა ლას-ვეგასში“ (1998), „მომაკვდინებლად ლამაზი“ (1999), „დანაშაული და სასჯელი გარეუბანში“ (2000), „უკუღმართი“ (2004), „ენდე მამაკაცს“ (2005), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007), „ბრუკლინელი პოლიციელები“ (2009), „მეწაღე“ (2014).
1997 წელს, სატელევიზიო ფილმ „Before Women Had Wings-ში“ მონაწილეობით, ელენმა Primetime Emmy Award მოიგო. ხოლო, 2011 წელს, სპექტაკლ, „The Normal Heart-ში“ დებიუტის შექმნით Tony Award for Best Featured Actress in a Play მოიგო. 2016 წლიდან 2019 წლამდე, იგი სატელვიზიო დრამა სერიალში, „ცხოველთა სამეფოში“ იღებდა მონაწილეობას.
იგი არის შემდეგი ფილმების პროდიუსერი: „წერილები ჯულიეტას“ (2010), „Shit Year“ (2010), „კიდევ ერთი ბედნიერი დღე“ (2011).