From Wikipedia, the free encyclopedia
იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებებზე არსებული სტატიების სანახავად იხილეთ გვერდი ელეანორ არაგონელი
ელეანორ არაგონელი | |
---|---|
კასტილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 29 მაისი, 1379 |
მმართ. დასასრული: | 13 აგვისტო, 1382 |
წინამორბედი: | ხუანა მანუელა დე ვილენა |
მემკვიდრე: | ბეატრიზ პორტუგალიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 თებერვალი, 1358 |
დაბ. ადგილი: | ვალენსია, არაგონის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 13 აგვისტო, 1382, (24 წლის) |
გარდ. ადგილი: | სეგოვია, კასტილიის სამეფო |
მეუღლე: | ხუან I, კასტილიის მეფე |
შვილები: |
ენრიკე III, კასტილიის მეფე ფერდინანდ I, არაგონის მეფე |
დინასტია: | ბარსელონელები |
მამა: | პედრო IV, არაგონის მეფე |
დედა: | ელეონორა სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელეანორ არაგონელი (ესპ. Leonor de Aragón; დ. 20 თებერვალი, 1358, ვალენსია, არაგონის სამეფო — გ. 13 აგვისტო, 1382, სეგოვია, კასტილიის სამეფო) — არაგონის მეფე პედრო IV-ისა და დედოფალ ელეონორა სიცილიელის ქალიშვილი. კასტილიის დედოფალი 1379-1382 წლებში როგორც ხუან I-ის პირველი ცოლი. კასტილიის მეფე ენრიკე III-ისა და არაგონის მეფე ფერდინანდ I-ის დედა.
ელეანორი დაიბადა 1358 წლის 20 თებერვალს ვალენსიაში. იგი იყო არაგონის მეფე პედრო IV-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორა სიცილიელის ერთადერთი საერთო ქალიშვილი, თუმცა მამის მხრიდან მისი ნახევარ-ძმები იყვნენ არაგონის მეფე ხუან I და მეფე მარტინ I. მას ასევე ჰყავდა ნახევარ-დებიც: სიცილიის დედოფალი კონსტანსია, ამპურიის გრაფინია ხუანა და ურგელის გრაფინია ისაბელა.
1375 წლის 18 ივნისს სორიაში ელეანორი დააქორწინეს კასტილიის მეფე ენრიკე II-ის უფროს ვაჟზე, პრინც ხუანზე. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა მეზობელი კასტილიისა და არაგონის დაახლოვებასა და მათ შორის ურთიერთობების დათბობას. მათი საქორწინო მოლაპარაკებები 1374 წლის 12 აპრილს, ალმასანის ხელშეკრულების დადების შემდეგ დაიწყო და 1375 წლის 10 მაისს, ლერიდას ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.
1379 წლის 29 მაისს, ენრიკე II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მეფე ხუან I, რითაც ელეანორ არაგონელი კასტილიის დედოფალი გახდა. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან დედოფალი ელეანორი 1382 წლის 13 აგვისტოს, 24 წლის ასაკში გადაჰყვა მესამე მშობიარობას. დაბადებულ გოგონას მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, მაგრამ იგი რამდენიმე საათში დაიღუპა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.