From Wikipedia, the free encyclopedia
ენრიკე II (ესპ. Enrique II de Castilla; დ. 13 იანვარი, 1334, სევილია — გ. 29 მაისი, 1379, სანტო-დომინგო-დე-ლა-კალსადა) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1366-1367 და 1369-1379 წლებში. ალფონსო XI-ისა და მისი საყვარლის ელეონორა გუსმანის შვილი.
ენრიკე II | |
---|---|
Enrique II | |
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1366 |
მმართ. დასასრული: | 1367 |
წინამორბედი: | პედრო I |
მემკვიდრე: | პედრო I |
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1369 |
მმართ. დასასრული: | 1379 |
წინამორბედი: | პედრო I |
მემკვიდრე: | ხუან I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 იანვარი, 1334 |
დაბ. ადგილი: | სევილია |
გარდ. თარიღი: | 29 მაისი, 1379 |
გარდ. ადგილი: | სანტო-დომინგო-დე-ლა-კალსადა |
მეუღლე: | ხუანა მანუელი |
შვილები: | ხუან I, ელეონორა, ხუანა |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ალფონსო XI |
დედა: | ელეონორა დე გუსმანი |
ენრიკე II-ის კორონაცია შედგა 1366 წლის 5 მაისს ბურგოსში, მაგრამ ამავე წლის ნოემბერში მან ვერ შეძლო გალისიის ციხესიმაგრის ლუგოს აღება, ხოლო 1367 წლის 3 აპრილს პედრო I-მა დაამარცხა ნახერის ბრძოლაში, სადაც პედრო მრისხანეს დახმარებას უწევდა ინგლისის სამეფოს არმია ედუარდ შავი პრინცის მეთაურობით. ბრძოლის შემდეგ ენრიკე II პირენეს მთებში გადაიმალა. 1369 წლის 22 მარტს მონტიელის ბრძოლაში დაამარცხა მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა პედრო I მრისხანეც. ენრიკე კვლავ კასტილიისა და ლეონის მეფე გახდა.
1369-1373 წლებში ენრიკეს წინააღმდეგ იბრძოდა პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I. 1373 წელს ენრიკემ ალყა შემოარტყა ლისაბონს, ფერნანდუ I იძულებული გახდა ზავი დაედო კასტილიის მეფესთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.