ეიე
From Wikipedia, the free encyclopedia
ეიე — ძველი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ბოლოსწინა ფარაონი. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1323 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1319 წელს,[1] თუმცა არსებობს სხვა ცნობაც რომლის მიხედვითაც ეიეს მმართველობა ძვ.წ. 1327 წელს დაიწყო და ძვ.წ. 1323 წელს დასრულდა (დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქრონოლოგიური სისტემით ვიხელმძღვანელებთ). ის იყო ორი წინამორბედი (შეიძლება სამი) ფარაონის მრჩეველი. არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ფარაონ ტუტანხამონის მმართველობის ტახტსუკან ძალაუფლებას ფლობდა. ეიეს პრენომენი ან სამეფო სახელი —Kheperkheperure— ნიშნავს შემდეგს —„მარადიულობა რას განსახიერება“, ხოლო დაბადების სახელი — Ay it-netjer იკითხება როგორც — ეიე, ღმერთების მამა. [2] ჩანაწერები და ძეგლები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ეიეზე ძალიან იშვიათია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ 4 წელი იმეფა, არამედ იმიტომ, რომ მისმა მეკვიდრე ხორემხებმა მისი და საერთოდ, ამარნას პერიოდის ფარაონების წინააღმდეგ დავიწყების კამპანია ('damnatio memoriae') წამოიწყო.
ეიე | |
---|---|
![]() ფარაონ ეიეს გამოსახულება ტუტანხამონის სამარხის კედელზე. ფარაონი ატარებს პირის გახსნის ცერემონიას. ფარაონს უმაღლესი ქურუმების სამოსი, ლეოპარდის მოსასხამი აცვია, თავზე კი ხეფრეში, ფარაონთა ლურჯი გვირგვინი ადგას. | |
ფარაონი | |
მეფობა |
ძვ.წ. 1323 - 1319 წწ. ან ძვ.წ. 1327 - 1323 წწ. (XVIII დინასტია) |
წინამორბედი | ტუტანხამონი |
მემკვიდრე | ჰორემჰები |
სამეფო ტიტულები
| |
გარდ. თარიღი | ძვ.წ. 1319 ან ძვ.წ. 1323 |