![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/81/Coupe_Henri_Delaunay_2017.jpg/640px-Coupe_Henri_Delaunay_2017.jpg&w=640&q=50)
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი — ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ნაციონალური თასი.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
![]() ევროპის ჩემპიონატის თასი | |
დაარსდა | 1960 |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა |
24 (ფინალურ ეტაპზე) 54 (საკვალიფიკაციო ეტაპზე) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი |
![]() (4 ტიტული) |
მოქმედი გამარჯვებული |
![]() (4 ტიტული) |
ვებ-საიტი | ოფიციალური საიტი |
ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 16-ჯერ ჩატარდა და ათმა ქვეყანამ შეძლო ჩემპიონობა. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლეს გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა. ევროპის მოქმედი ჩემპიონია იტალია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 ფინალში მასპინძელი გუნდი დაამარცხა პენალტების სერიაში.