ევროპის ნიდერლანდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის ნიდერლანდები[1] (ნიდერლ. Europees Nederland) ან ნიდერლანდების ევროპული ნაწილი[2] — აღნიშნავს ნიდერლანდების იმ ნაწილს, რომელიც ევროპაში მდებარეობს. ტერმინი გამოიყენება 2010 წლის 10 ოქტომბერს ნიდერლანდების ანტილის კუნძულების დაშლის შედეგად წარმოქმნილი კარიბის ნიდერლანდებისგან (კუნძულები: ბონეირი, საბა და სინტ-ესტატიუსი) ნიდერლანდების ევროპული ნაწილის განსასხვავებლად.
განმასხვავებელი სახელი გამოიყენება გეოგრაფიული მდებარეობის და ასევე იმის გამო, რომ კარიბის ნიდერლანდების კანონმდებლობა განსხვავდება ევროპული ნიდერლანდების კანონმდებლობისგან.
ევროპის ნიდერლანდები შეადგენს მთელი ნიდერლანდების ფართობის 99 %-ს და წარმოადგენს მის ისტორიულ ტერიტორიას.