სიცოცხლის შეწყვეტის ფორმა From Wikipedia, the free encyclopedia
ევთანაზია, ევთანასია — სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება. მოტივი აღნიშნული დანაშაულისა არის სიბრალულის გრძნობა, რომელიც დამნაშავეს აქვს მსხვერპლის მიმართ.
ევთანაზია შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, რომელიც ექიმის ან ახლობლების კომპეტენციაა. ევთანაზიასთან დაკავშირებით არსებობს სამი სხვადასხვა სახის პოზიცია. პირველი პოზიციის თანახმად, ევთანაზიას ითვლება მკვლელობად, რომელსაც ემხრობიან შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი. მეორე პოზიციის თანახმად ქვეყნებში, რომლებიცაა გერმანია და ავსტრია დაწესებულია სასჯელი, რომელიც მოქმედებს ყველა იმ პირზე ვინც მიმართავს ევთანაზიის პროცესს. მესამე პოზიცია გულისხმობს ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას, ეს კი ნიშნავს კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაულის სტატუსის მოხსნას, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად.
ევთანაზია თავის მხრივ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ ძირითად უფლებას შორის დაპირისპირებას, ესენია: თავისუფლების ავტონომია და სიცოცხლის უფლება. თავისუფლების ავტონომიაში მოიაზრება პირადი ცხოვრების თავადვე განკარგვა და სხვისი ჩარევის დაუშვებლობა, ხოლო ადამიანის სიცოცხლის უფლება ის უფლებაა, რომელიც ყველა უფლების წინაპირობას წარმოადგენს და არავის არ აქვს უფლება ხელყოს ის. თავისუფლების ავტონომიის მომხრე ქვეყანას წარმოადგენს შვეიცარია, სადაც დაშვებულ ნორმად მიიჩნევა ევთანაზია. მეტიც, ადამიანები, რომელთა ქვეყნებშიც ევთანაზია აკრძალულია, შვეიცარიაში სწორედ იმისთვის მიდიან, რომ ეს პროცესი იქ განახორციელონ. შვეიცარიის მთავრობის აზრით, აუცილებელია შეზღუდვის დაწესება, რაშიც მოიაზრება მხოლოდ იმ ადამიანების მოკვდინება, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ეს. შვეიცარიის კანონმდებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ევთანაზია არ უნდა იქცეს ბიზნესად შვეიცარიის კლინიკებისთვის და უნდა დაწესდეს აკრძალვის რაიმე ფორმა.
ევთანაზიის შესახებ არსებობს ორი ცნება: „პასიური ევთანაზია“ და „აქტიური ევთანაზია“. პასიურ ევთანაზიაზე საუბრისას განასხვავებენ დისთანაზიისა და ორთოთონაზიის ცნებებს. მოცემული პროცესები ხშირ შემთხვევაში ჰუმანურ აქტად ითვლება. ავადმყოფებს დამახასიათებელი ფსიქოლოგია აქვთ, გარემოსთან ურთიერთობის ინდივიდუალური ხასიათი, ავადმყოფთა ასეთი დიფერენციაცია კი ექიმს კარნახობს, რომ თვითონაც დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური, უნიკალური თვისებები, მიდრეკილებები და სურვილები გააჩნია.
საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უფლება შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება პირი რომელიც მიმართავს ევთანაზიას და უშუალოდ ახორციელებს აღნიშნულ პროცესს. ევთანაზიაზე საუბრისას ასევე მხედველობაში მისაღებია საქართველოში აღიარებული „კანონი პაციენტის უფლების შესახებ“, რომლის თანახმად თუ პაციენტს გამოთქმული აქვს ნება სიცოცხლის შეწყვეტის თაობაზე, ექიმს უფლება ეძლევა შეუწყვიტოს მას მკურნალობა და გამორთოს აპარატიდან.
არაერთგვაროვანი შეხედულებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი კვლევა, რათა დადგინდეს პროცენტული მაჩვენებელი თუ ვინ ემხრობა ან ეწინააღმდეგება ამ პროცესს. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად გამოკითხული იქნა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, რომელთა რაოდენობა შეადგენდა 50 რესპოდენტს. გამოკითხვის დროს დადგინდა, რომ რესპოდენტთა 19%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დანარჩენი რესპოდენტების შეხედულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 12% არ ეთანხმება ევთანაზიას; 30% ეთანხმება; 30% ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და 16% სავსებით ეთანხმება ევთანაზიას. საბოლოო ჯამში ევთანაზიის მომხრეების რაოდენობა აღემატებოდა სხვა შეხედულებების მქონე პირთა რაოდენობას, რის საფუძველზეც შესაძლოა დავასკვნათ, რომ მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით.
1989 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ მოაწყო ექიმთა ანონიმური გამოკითხვა ევთანაზიის მიზანშეწონილობის შესახებ, რის შედეგადაც გამოკითხულთა 60-ზე მეტმა პროცენტმა ევთანაზიას დაუჭირა მხარი. განსხვავებული მდგომარეობაა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელმწიფოებში, სადაც ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბევრად სჭარბობს მომხრეებს.
ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულო მოკვდინებას. მიუხედავად ამგვარი განმარტებისა ევთანაზია მიუღებელია მაშინ, როცა პაციენტი კომაშია (ვეგეტატიურ მდგომარეობაშია) და ამ გადაწყვეტილებას თავად არ იღებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ პაციენტებს დაზიანებული აქვთ ტვინის ნაწილი და არ შეუძლიათ გარემოს აღქმა. გარკვეულ შემთხვევაში ხდება პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რათა მათ შეძლონ თავიანთი მარადიული ყოფნის განხორციელება, ჰქონდეთ საკუთარი სიკვდილის დროის დადგენის პრეროგატივა. ზოჯერ კი ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ერთადერთი საშუალება აპარატიდან გამორთვა ხდება, რადგან ასეთ ადამიანებს მკურნალობისთვის ესაჭიროებათ გარკვეულ თანხები, რაც ხშირ შემთხვევაში არ მოეპოვებათ.
ევთანაზიის პროცესი უმეტესწილად ხდება ისეთ პაციენტებთან რომელთა ორგანიზმს სამუდამოდ დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ევთანაზია სასიამოვნო სიკვდილია, რაც ავადმყოფისათვის ტანჯვის შემსუბუქებას გულისხმობს. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად არსებულ არაერთ არგუმენტთაგან ერთ-ერთია კუჭის კიბოთი დასნეულებული ავადმყოფის მდგომარეობა, რომელიც საკვების მიღებას ვერ ახერხებს და რომლისთვისაც სიკვდილი მოწყალებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის საკითხი, აქვს თუ არა ექიმს უფლება შეუწყვიტოს ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს სიცოცხლე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.