From Wikipedia, the free encyclopedia
დანაშაული — საზოგადოებისთვის მორალურად ან სამართლებრივად მიუღებელი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება.
კრიმინალიზაცია — ტერმინი სისხლის სამართალში, რაც ნიშნავს ამა თუ იმ ქმედების დანაშაულებრივად გამოცხადებას, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელბის (დასჯადობის) საფუძველია. მისი საწინააღმდეგოა დეკრიმინალიზაცია, რაც აქამდე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის არადანაშაულებრივად გამოცხადებას ნიშნავს. მაგალითად: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულებრივად იყო მიჩნეული ცილის წამება და კანონი ამ დანაშაულისთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. საქართველოს პარლამენტმა გააუქმა ცილის წამება, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული და, ამდენად, მოხდა ამ ქმედების დეკრიმინალიზაცია.
სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალური ხასიათიდან გამომდინარე, კანონი უკუძალის გამოყენებას კრძალავს კრიმინალიზაციის შემთხვევაში, ხოლო დეკრიმინალიზაციის დროს ხდება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
დანაშაულის ცნება განსაზღვრულია საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „სისხლის სამართლის კოდექსი“. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე. ი. „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მარლთსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ქმედება, რომლისთვისაც პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ, სასამართლოს პრეროგატივაა. აქედან გამომდინარეობს „უდანაშაულობის პრეზუმციაც“, რომლის მიხედვითაც ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს.
თვით ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას (მაგ: მკვლელობა), აგრეთვე უმოქმედობას (მაგ: დაუხმარებლობა, მკვლელობა უმოქმედობით) ქმედება მარლთსაწინააღმდეგოა, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და აგრეთვე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს. ბრალი მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური გაკიცხვაა, მის მიერ ჩადენილი მარლთსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. იმისათვის, რათა სახეზე იყოს დანაშაული, აუცილებელია სამივე პირობის არსებობა.
დანაშაულად კანონმდებელი არ მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს, როგორც ფიზიკური პირის, ადამიანის, აგრეთვე იურიდიული პირის მიერ.
საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით (რომელიც მიიღო 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა და ამოქმედდა 2000 წლის 1 ივნისს), დანაშაული სამსაფეხურიანი სისტემისაა, რაც ფილოსოფიურ-დოგმატიკურ განვითარებას მოჰყვა შედეგად. დანაშაულის სამსაფეხუროვანი სისტემა ასე გამოიყურება:
ქმედების შემადგენლობა, ეს არის პირის მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. ქმედების შემადგენლობა არ არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთადერთი საფუძველი. მართლწინააღმდეგობა არის პირის მიერ ჩადენილი ქმედების წინააღმდეგობა კულტურის ნორმების მიმართ და არა მხოლოდ ვიწროდ გაგებული სისხლისსამართლებრივი მართწლსინააღმდეგობა.
ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და არა პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ქმედებისა და დამდგარი შედეგისადმი.
ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის ერთობლიობა (ანუ დანაშაულის პირველი და მეორე საფეხურის ერთობლიობა) ამ სისტემაში წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ უმართლობას, რომელიც ბრალთან (მესამე საფეხური) ერთად ქმნის დანაშაულს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.