From Wikipedia, the free encyclopedia
ევგენი სოლომონის ძე აფხაზავა (დ. წ. უცნობია, სოფ. არჩეული, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 10 იანვარი, 1918, შამქორი, ახლანდ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა) — ქართველი ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე.
დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი (1915). I მსოფლიო ომში იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე ულანთა მე-12 პოლკის რიგებში, ჰქონდა კორნეტის ჩინი. ბრძოლებში რამდენჯერმე დაიჭრა. დაჯილდოებული იყო გიორგის ჯვრით. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა შტაბს-როტმისტრის წოდებით და შეუერთდა სახალხო გვარდიას. მეთაურობდა ჯავშნოსან მატარებელს, რომელიც კახეთში მდგომ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს მეთვალყურეობდა. 1918 წლის იანვარში სათავეში ჩაუდგა მატარებელზე განთავსებულ პარტიზანულ რაზმს (აფხაზავა, მისი თანაშემწეები: მაყაშვილი, მაკარაშვილი და 60 მებრძოლი), რომელსაც ამიერკავკასიის კომისარიატმა ფრონტიდან თბილისისკენ მომავალი და ბოლშევიკების იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მყოფი რუსი ჯარისკაცების ეშელონების განიარაღება დაავალა. აფხაზავამ ყარაიაში მდგარი ეშელონი განაიარაღა და შამქორის სადგურზე გზა გადაუკეტა აღსტაფიდან მომავალ 16 ეშელონს. ჯარისკაცების ნაწილმა იარაღის ჩაბარებაზე უარი განაცხადა და აფხაზავას მატარებელს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. აფხაზავა, მაყაშვილი და მაკარაშვილი ბრძოლაში დაიღუპნენ. სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ განიარაღების ოპერაცია მუსულმანთა ცხენოსანი ლეგიონის უფროსმა პოლკოვნიკმა მაღალოვმა დაასრულა. აფხაზავას სახელი ეწოდა ერთ-ერთი ქუჩას თბილისში, სამგორის რაიონში (ლილოს დასახლება).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.