From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ეგვიპტური სატრაპია ----- აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია ძვ.წ. 343 წლიდან ძვ.წ. 332 წლამდე იყო. რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რის დროსაც ეგვიპტეში სამსა დინასტიამ იმეფა (28-ე, 29-ე და 30-ე დინასტიები), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358 - ძვ.წ. 338) ხელახლა დაიპყრო ეგვიპტე და დაიწყო ეგვიპტეში სპარსელთა მეორე მმართველობა, რომელიც ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტიის სახელითაა ცნობილი.
ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია ეგვიპტე | |||||
აქემენიანთა იმპერიის სატრაპია (პროვინცია) | |||||
| |||||
ეგვიპტის სატრაპია | |||||
დედაქალაქი | არ არის მითითებული | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ფარაონი | |||||
- | ძვ.წ. 358 - 338 | არტაქსერქსე III | |||
- | ძვ.წ. 338 - 336 | არტაქსერქსეს IV | |||
- | ძვ.წ. 336 - 332 | დარიოს III | |||
ისტორიული ერა | აქემენიანთა ერა | ||||
- | არტაქსერქსეს მიერ დაპყრობა | ძვ.წ. 343 | |||
- | ალექსანდრეს მიერ დაპყრობა | ძვ.წ. 332 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ეგვიპტე ლიბია | ||||
ძველი ეგვიპტის დინასტიები წინადინასტიური
შუა სამეფო
მეორე გარდამავალი
მესამე გარდამავალი
გვიანი პერიოდი
ელინისტური პერიოდი
|
---|
ისტორიისთვის უცნობია თუ ვინ იყო ეგვიპტის სატრაპი არტაქსერქსე III-ის დროს, თუმცა ცნობილია, რომ დარიოს III-ის (ძვ.წ. 336 – ძვ.წ. 330) დროს ეს თანამდებობა საბასეს ეკავა, რომელიც ძვ.წ. 333 წელს ისოს ბრძოლაში გარდაიცვალა. საბაკე გარდაცვალების შემდეგ მაზასესმა ჩაანაცვლა. ძვ.წ. 332 წელს მაზასესმა ეგვიპტის სატრაპი ალექსანდრე მაკედონელს უბრძოლველად ჩააბარა. მას შემდეგ რაც სპარსეთის იმპერია დაეცა და აქემენიანთა მმართველობა დასრულდა, ეგვიპტი ალექსანდრეს იმპერიის სატრაპია გახდა და არგეადების დინასტიის მმართველობა დაიწყო. მოგვიანებით ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ ეგვიპტე დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბდა და მმართველობაში პტოლემეების დინასტია მოვიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.