From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტის დაპყრობა სასანიანთა იმპერიის მიერ — 618-621 წლებში სასანიანთა იმპერიის არმიის შეჭრა ბიზანტიის მიერ დაქვემდებარებულ ეგვიპტეში — დაახლოებით 950 წლის შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ. 332 წელს ეგვიპტე გაათავისუფლა აქემენიანთა სპარსეთის მმართველობიდან.[1]
ეგვიპტის დაპყრობა სასანიანთა მიერ | |||
---|---|---|---|
ირან-ბიზანტიის ომის (602—628) ნაწილი | |||
ბიზანტიის პროვინციები ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში | |||
თარიღი | 618–621 | ||
მდებარეობა | ეგვიპტე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
602 წელს მოკლეს ბიზანტიის იმპერატორი მავრიკიოსი ვაჟებთან ერთად, ტახტზე ფოკა ავიდა. გარკვეული დროის შემდეგ სპარსეთის შაჰის სამეფო კარზე გამოჩნდა ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გახლდათ იმპერატორ მავრიკიოსის უფროს ვაჟი — ფეოდოსიუსი.ხოსრო II ფარვიზი იმპერატორ მავრიკიოსს მეგობრად და მოკავშირედ თვლიდა, ამიტომ მის დაღუპვასთან დაკავშირებით გლოვა გამოაცხადა. რომში გააგზავნა "უწესო სიგელები", გვირგვინი დაადგა პიროვნებას, რომელიც თავს ფეოდოსიუსს უწოდებდა და "მისი კეთილისმყოფელის" მკვლელობისთვის შურისძიების საბაბით ჯარი ბიზანტიისკენ წაიყვანა.ომის პირველ წლებში ბიზანტიის ჯარებმა არაერთი დამარცხება იგემეს სპარსელების მხრიდან. 607 წლისთვის სპარსელებმა აიღეს ერზერუმი და დარა, თითქმის მთლიანად დაიპყრეს სირია და სომხეთი. 610 წელს ბიზანტიის იმპერიაში მოხდა გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა ბიზანტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ აფრიკის ეგზარქოსის ვაჟი ჰერაკლე, რომელიც ცდილობდა.ხოსრო II-თან შერიგებას, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა დაზავებაზე იმ მოტივით, რომ რომის ტახტზე აიყვანა მავრიკიოსის ვაჟი ფეოდოსიუსი, ხოლო ჰერაკლე თვითმარქვიად გამოაცხადა. 613 წლისთვის სპარსელებმა დაიპყრეს სირია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო. 614 წლის 15 აპრილს დაიწყო იერუსალიმის ალყა. 20 დღის შემდეგ ქალაქი დაეცა.[2]
616 წელს არმია ფარუხან შაჰრვარაზის მეთაურობით ეგვიპტეში შეიჭრა, პროვინციაში, სადაც სამნახევარი საუკუნის მანძილზე საომარი მოქმედებები არ ყოფილა. მრავალრიცხოვან მონოფიზიტებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტეში და რეპრესირებულნი იყვნენ ქალკედონის 451 წლის კრების შემდეგ, არ სურდათ იმპერიულ ჯარებს დახმარებოდნენ ამიტომ მხარი ხოსროს დაუჭირეს. ამასთან, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ბიზანტიელებისთვის სპარსელების დამარცხების შემდეგ, რადგან ბევრი მათგანი არ ემხრობოდა სპარსელთა ოკუპაციას.
ალექსანდრიაში სპარსელ დამპყრობლებს წინააღმდეგობა გაუწია მთავარსარდალმა ნიკეტასმა.ერთწლიანი ალყის შემდეგ ალექსანდრია დაეცა (სავარაუდოდ ერთ-ერთი მოქალაქის ღალატის გამო, რომელმაც სპარსელებს მიაწოდა ინფორმაცია დამშრალი არხის შესახებ. ამ არხის საშუალებით სპარსელები ქალაქში შევიდნენ) მეორე ვერსიით, ისინი ქალაქში მეთევზეებს შეყვნენ, რომლებიც ქალაქში ბრუნდებოდნენ).
ნიკეტასი კვიპროსზე გაიქცა ეგვიპტეში თავის მთავარ მოკავშირე იოანე V - თან ერთად. მისი ბედი უცნობია, ვინაიდან ალექსანდრიის აღების შემდეგ მასზე ინფორმაცია აღარ მოიპოვება. როგორც ჩანს, ჰერაკლემ დაკარგა ერთგული მთავარსარდალი.
ბიზანტიის ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიის დაცემით აღინიშნა სასანიდების ლაშქრობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ამ პროვინციაში. სპარსელებმა კონტროლი აიღეს ნილოსის დელტაზე. უზარმაზარი სიმდიდრე, რომლის გატანა ბიზანტიელებმა ალექსანდრიიდან ზღვის საშუალებით სცადეს, დამპყრობლების ხელში ჩავარდა ძლიერი ქარიშხლის გამო, რომელმაც ფლოტი სანაპიროსთან მოაქცია.[3]
ეგვიპტის დაკარგვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ბიზანტიის ეკონომიკას — მარცვლეულის უმეტესი ნაწილი დედაქალაქს ეგვიპტიდან მიეწოდებოდა. იმპერიამ დაკარგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარცვლეულის წყარო. ამასთან დაკავშირებით 618 წელს გაუქმდა მარცვლეულის უფასო განაწილება კონსტანტინოპოლში (ადრე მარცვლეულის განაწილება რომშიც ხდებოდა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.