From Wikipedia, the free encyclopedia
დუმ-მეტალი — მძიმე მეტალის ექსტრემალური ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ იყენებს შენელებულ ტემპს, დაბალ ტონებზე აწყობილ გიტარებს, მძიმე მეტალის სხვა ჟანრებთან შედარებით უფრო „ხშირ“ და მძიმე მუსიკას. სიმღერაცა და ტექსტებიც იქითკენაა მიმართული, რომ გამოიწვიოს სასოწარკვეთილების გრძნობა, ძლიერი შიში და ბედისწერის მუქარის შეგრძნება[1] (თავად ჟანრის სახელწოდებაც „ბედისწერას“ ან „საბედისწეროს“ ნიშნავს.)
დუმ-მეტალი | |
---|---|
ჟანრობრივი წარმომავლობა | მძიმე მეტალი(განსაკუთრებით ადრეული 1970-იანების ბლექ საბათის ალბომები) |
კულტურული წარმომავლობა | ადრეულ-შუა 1970-იანი წლები, ევროპა და აშშ |
დამახასიათებელი ინსტრუმენტები | ელექტრო გიტარა • ბას გიტარა • დრამები • ვოკალი |
ქვეჟანრები | |
ეპიკური დუმი − დროუნ დუმი − ფიუნერალ დუმი | |
აღრეული ჟანრები | |
სტოუნერ დუმი – სლაჯ დუმი – დეზ დუმი |
ჟანრზე დიდი გავლენა მოახდინა ბლექ საბათის ადრეულმა ნამუშევრებმა,[1] რომელმაც შექმნა პროტოტიპი დუმ-მეტალისთვის ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Black Sabbath, Electric Funeral და Into the Void. 1980-იანი წლების პირველი ნახევრის განმავლობაში[1] რიგმა ჯგუფებმა ინგლისიდან (Pagan Altar, Witchfinder General), აშშ-დან (Pentagram, Saint Vitus, Trouble) და შვედეთიდან (Candlemass) განსაზღვრეს დუმ-მეტალი დამოუკიდებელ ჟანრად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.