![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Domingo_Elias.jpg/640px-Domingo_Elias.jpg&w=640&q=50)
დომინგო ელიასი
From Wikipedia, the free encyclopedia
დომინგო ელიასი (ესპ. Domingo Elías; დ. 9 დეკემბერი, 1805, იკა, პერუ — გ. 3 დეკემბერი, 1867, ლიმა, პერუ) — პერუელი სახელმწიფო მოღვაწე. 1844 წელს მცირე ხნით ეკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Domingo_Elias.jpg/320px-Domingo_Elias.jpg)
ახალგაზრდობაში გაემგზავრა ევროპაში, მოინახულა მადრიდი და პარიზი. პერუში დაბრუნების შემდეგ დასახლდა მშობლიურ ქალაქ იკაში და ხელი მიჰყო სოფლის მეურნეობას. ვივანკოს დიქტატურის დროს გახდა ლიმის პრეფექტი. რამონ კასტილიას ხელისუფლების დროს ეკავა ფინანსთა მინისტრის, ხოლო შემდეგ საფრანგეთში პერუს ელჩის თანამდებობა. გარდაიცვალა ლიმაში 1867 წელს.