დოგვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოგვილი (ინგლ. Dogville) — 2003 წლის ფსიქოლოგიური დრამა, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ლარს ფონ ტრიერია. ფილმში მონაწილეობენ: ნიკოლ კიდმანი, ლორენ ბეკოლი, კლოი სევინი, პოლ ბეტანი, სტელან სკარსგარდი, უდო კირი და ჯეიმზ კაანი. გრეის მალიგენის ამბის მოსაყოლად სცენის მსგავსი გადასაღები მოედანია გამოყენებული. ქალი, რომელიც განგსტერებს ემალება, ჩამოდის პატარა მთიან ქალაქ დოგვილში, სადაც მას ადგილობრივები ფიზიკური სამუშაოს სანაცვლოდ შეიფარებენ. გრეისმა უნდა დაიმსახუროს ქალაქის ყოველი მცხოვრების მხარდაჭერა, რათა დარჩენის ნება დართონ, ამიტომ მისმა ყოველმა ცდამ, რომ ბევრი რამ საკუთარი ნებით გააკეთოს ან თავისი მუშაობა შეამსუბუქოს, შეიძლება კვლავ კრიმინალების ხელში დააბრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ქალს არანაირი უფლებები არ გააჩნია, მისი გოდვილში დარჩენა ცვლის ადგილობრივების ცხოვრებასა და თავად ქალაქს.
„დოგვილი Dogville“ | |
---|---|
რეჟისორი | ლარს ფონ ტრიერი |
პროდიუსერი | ვიბეკე ვინდელოვი |
სცენარის ავტორი | ლარს ფონ ტრიერი |
როლებში |
ნიკოლ კიდმანი ლორენ ბეკოლი პოლ ბეტანი კლოი სევინი სტელან შარსგორდი უდო კირი ჯეიმზ კაანი პატრისია კლარკსონი |
ოპერატორი | ენტონი დოდ მენტლი |
მონტაჟი | მოლი მარლენ სტენსგარდი |
სტუდია |
Canal+ France 3 |
გამოსვლის თარიღი |
კანის კინოფესტივალი: 19 მაისი, 2003 21 მაისი, 2003 გაერთიანებული სამეფო: 13 თებერვალი, 2004 აშშ: 29 აგვისტო, 2003 3 ოქტომბერი, 2003 (ნიუ-იორკის კინოფესტივალი) 26 მარტი, 2004 (ლიმიტირებული) |
ხანგრძლივობა | 178 წუთი |
ქვეყანა |
დანია შვედეთი ნორვეგია ფინეთი გაერთიანებული სამეფო საფრანგეთი გერმანია ნიდერლანდები ესპანეთი ავსტრალია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
10 მილიონი $ შემოსავალი: 16,680,836$ |
შემდეგი | მენდერლეი |
ფილმი არის ლარს ფონ ტრიერის ტრილოგიის პროექტის „აშშ - შესაძლებლობათა მიწის” პირველი ნაწილი, რომელსაც მალევე „მენდერლეი” (2005) მოჰყვა. ტრილოგია „ვაშინგტონით”, მესამე ნაწილით - დასრულდება. ფილმი 2003 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის ერთ-ერთი ნომინანტი იყო,[1] მაგრამ ეს ჯილდო გას ვან სანტის „სპილომ” მიიღო. „დოგვილი” ნაჩვენები იყო სხვადასხვა კინოფესტივალზე, სანამ ფილმზე, 2004 წლის 26 მარტს აშშ-ი შეზღუდვები დაწესდა.