From Wikipedia, the free encyclopedia
დიფის რეგიონი (ფრანგ. Diffa) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 156 906 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 593 821 ადამიანს.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დიფა.
რეგიონი | |
---|---|
დიფის რეგიონი ფრანგ. Diffa | |
ქვეყანა | ნიგერი |
ადმ. ცენტრი | Diffa |
შიდა დაყოფა | Diffa Department, Maïné-Soroa Department და N'Guigmi Department |
კოორდინატები | 14°00′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 156 906 კმ² |
მოსახლეობა | 593 821 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 3,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
დიფის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს აგადესის რეგიონი, დასავლეთში — ზინდერის რეგიონი. მისგან აღმოსავლეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ჩადთან, სამხრეთით — ნიგერიასთან. რეგიონის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ჩადის ტბა.
მოსახლეობის 85 % ადგილზეა დამაგრებული, ხოლო 15 % — მომთაბარეა. რეგიონის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — ექსტენსიური სოფლის მეურნეობა და თევზჭერა ჩადის ტბაში. ტბაში წყლის დონის მუდმივი კლების გამო დიფის რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად გაუარესდა და მოსახლეობა ტოვებს რეგიონს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი დიფა)[2]..
დიფის დეპარტამენტი (Diffa):
მენ-სოროას დეპარტამენტი (Maïné-Soroa):
ნგიგმის დეპარტამენტი (N’Guigmi):
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.