From Wikipedia, the free encyclopedia
დისნეილენდის პარკი (ინგლ. Disneyland Park), მანამდე ცნობილი, როგორც დისნეილენდი (ინგლ. Disneyland) — უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰაიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.
დისნეილენდი | |
---|---|
მძინარე მზეთუნახავის სასახლე, 2013, დისნეილენდის სიმბოლო | |
ადგილმდებარეობა | Disneyland Resort, 1313 Disneyland Dr, ანაჰაიმი, კალიფორნია, აშშ |
კოორდინატები | 33.81° ჩ. გ. 117.92° დ. გ. |
თემა | ზღაპრები და დისნეის პერსონაჟები |
მფლობელი | The Walt Disney Company |
ოპერატორი | Walt Disney Parks and Resorts |
გახსნილია | 17 ივლისი, 1955[1] |
სეზონი | მთელი წელი |
საიტი |
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისთვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ-კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.
დისნეილენდს ჰყავს უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე რომელიმე სხვა გასართობ პარკს. 2021 წლის მონაცემებით, გახსნის დღიდან დისნეილენდი მოინახულა 757 მილიონმა სტუმარმა.[2] 2022 წელს მან უმასპინძლა დაახლოებით 16.9 მილიონ სტუმარს და მნახველთა რაოდენობის მხრივ წლიური შედეგებით სიაში რიგით მეორე იყო.[3] 2005 წლის მარტის ინფორმაციის მიხედვით, პარკში დასაქმებულია 65.700 ადამიანი, აქედან 20.000 – დისნეის თანამშრომლები, ხოლო 3000 – მესამე პირის კონტრაქტორები ან მათი დირექტორები.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.