From Wikipedia, the free encyclopedia
წმიდა დიონისე არეოპაგელი (ბერძ. Διονύσιος ὁ Ἀρεοπαγίτης, Dionysios ho Areopagitēs) — ახ. წ. I საუკუნის მოღვაწე, ათენის არეოპაგის წევრი. პავლე მოციქულის გავლენით მიუღია ქრისტიანობა (საქმეები 17:34). ევსები კესარიელის (ახ. წ. II ს.) ცნობით ამის შემდეგ დიონისე ათენის ეპისკოპოსი გამხდარა. ქრისტიანული ეკლესიების მიერ მიჩნეულია წმინდანად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენების დღეს აღნიშნავს 4 (17) იანვარს.
IX საუკუნეში დიონისეს შეცდომით აიგივებდნენ ეპისკოპოს დიონისე პარიზელთან, რომელიც იმპერატორ დომიციანეს დროს (III საუკუნე) აწამეს გალიაში ქრისტიანობის ქადაგებისთვის. დიონისეს პიროვნებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც V საუკუნის II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის სახელწოდებით ცნობილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური თხზულებების ავტორობა მიაწერეს (თანამედროვე ლიტერატურაში მათი ანონიმური ავტორი ფსევდო-დიონისე არეოპაგელად იწოდება). დიონისე არეოპაგელთან დაკავშირებული თხზულებანი და მათზე დართული უძველესი კომენტარები ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ (XI საუკუნე) და თავისივე კომენტარებიც დაურთო. არეოპაგიტული კორპუსის გავლენა გასდევს მთელ შუა საუკუნეების ქართულ კულტურას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.