![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
დიდი ლობოროტი
მთა საქართველოში, გურიისა და იმერეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი ლობოროტი — მთა საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოება ლობოროტის ქედზე, მდინარეების ხანისწყლისა და სუფსის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2730 მ.
სწრაფი ფაქტები დიდი ლობოროტი ...
დიდი ლობოროტი | |
---|---|
კოორდინატები: 41°53′26″ ჩ. გ. 42°39′45″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2730 მ |
ქედი | ლობოროტის ქედი |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანი |
დახურვა
აგებულია შუაეოცენის ასაკის ვულკანოგენური ქანებით. კალთები ზემოთ შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, ქვემოთ — წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით.