სოფელი საქართველოში, თბილისის საბურთალოს რაიონის დაქვემდებარებაში From Wikipedia, the free encyclopedia
დიდგორი — სოფელი თბილისში, საბურთალოს რაიონში. 2007 წლამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დიღმის თემში.
სოფელი | |
---|---|
დიდგორი | |
დიდგორის მთა და სოფელი დიდგორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | საბურთალო |
კოორდინატები | 41°47′35″ ჩ. გ. 44°40′15″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 78 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს დიდგორის მთის სამხრეთ კალთაზე, დიღმისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან — 900 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან — 16 კმ-ით, სოფელ დიღმიდან 8 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 78 კაცი.
1069 წელს მეფე ბაგრატ IV დიდგორში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის ოცდაათიათასიანი ლაშქარი.
დიდგორი XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა. 1729 წელს ქართველ მეთოფეთა ლაშქარი დიდგორის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ-გელიყარა-სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს. უკან მობრუნებული ლეკთა რაზმი ქართველმა მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.