დეჯონი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეჯონი (კორ. 대전) — სამხრეთ კორეაში სიდიდით მეხუთე მეტროპოლია, რომლის მოსახლეობა[[ 2019 წლის მონაცემებით 1,5 მილიონს შეადგენს. [1] ის მდებარეობს სამხრეთ კორეის ცენტრალურ რეგიონში და ცნობილია როგორც თავისი ტექნოლოგიებითა და კვლევითი ინსტიტუტებით, ასევე მდიდარი ბუნებრივი გარემოთი (მთები, ცხელი წყლები, მდინარეები).[2] [3] დეჯონი მნიშვნელოვან სატრანსპორტო ქალაქს წარმოადგენს და სწრაფმავალი მატარებლით დედაქალაქიდან დაახლოებით 50 წუთის სავალზეა. [4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
დეჯონი 대전 | |||||
| |||||
ქვეყანა | სამხრეთი კორეა | ||||
რეგიონი | ჰოსეოჰოსეო | ||||
შიდა დაყოფა | ადმინისტრაციული ერთეულები (5) | ||||
ქალაქის მერი | ლი ჯანგ ვუ | ||||
ფართობი | 539.85 კმ2 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1,469,543 კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 2,700/კმ2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC(GMT+9) | ||||
ოფიციალური საიტი | [[http://Official%20website%20(English) Daejeon.go.kr] [http://Official%20website%20(English) Daejeon.go.kr]] |
დეჯონი წარმოადგენს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, სადაც მდებარეობს დეჯონის სამთავრობო კომპლექსი (სხვა ადმინისტრაციული ცენტრებია სეული, გვაჩეონი და სეჯონგი). . 1980-იან წლებში სამხრეთი კორეის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება გარკვეული სამთავრობო ინსტიტუტების სეულიდან (დედაქალაქი) სხვა ქალაქებში გადატანის შესახებ. დეჯონში ამჟამად 12 ეროვნული სამთავრობო ოფისი მდებარეობს, მათს შორის: კორეის საბაჟო სამსახური, მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრაცია, სახელმწიფო შესყიდვების სამსახური, სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, სამხედრო ძალის ადმინისტრაცია, კორეის ეროვნული სატყეო სააგენტო, კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაცია და კორეის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი, ასევე კორეის საპატენტო სასამართლო. Korail, კორეის წყლის რესურსებისა და კორეის სამთო და უსაფრთხოების ბეჭდვის კორპორაციების სათაო ოფისები ასევე დეჯონში მდებარეობს.
დეჯონში დღეის მდგომარეობით 23 უნივერსიტეტი და კოლეჯია განლაგებული, მათს შორის KAIST და Chungnam National University . ქალაქმა მოიპოვა "აზიის სილიკონის ველისა" და "მაღალი ტექნოლოგიების ქალაქის" სტატუსი[5] და 2000 წელს უმასპინძლა Taejon Expo '93 და საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადებს. აქ ასევე დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევითი ინსტიტუტი.
დედეოკ ინნპოლისი (Daedeok Research and Development Special Zone) — შედგება 28 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი და 79 კერძო კვლევითი ინსტიტუტისგან, სადაც საერთო ჯამში დასაქმებულია 2000 მკვლევარი. დეჯონში 1998 წელს დაარსდა მსოფლიო ტექნოპოლისის ასოციაცია, მსოფლიოს სხვა სამეცნიერო ქალაქებთან საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით. ასოციაცია დღეისათვის საგრძნობლად გაიზარდა და ჯამში 32 სახელმწიფოდან 67 წევრი ჰყავს, აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის იუნესკოსთან, მისი ოფიციალური საკონსულტაციო ორგანოს სტატუსით.