გაუტყეურება — ტყის განადგურება, ნიადაგის მისგან გაწმენდა, რომელიც შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ.[2] ტყის გაჩეხვის შემდგომ ტერიტორიამ შეიძლება სამეურნეო დანიშნულება მიიღოს, ან გადაკეთდეს რანჩოდ, ფერმად და ურბანულ ტერიტორიად. ყველაზე ხშირად გაუტყეურება ხდება ტროპიკულ წვიმის ტყეებში.[3] ამჟამად დედამიწის ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 31% დაფარულია ტყეებით.[4]

Thumb
აღმოსავლეთ ბოლივიაში განადგურებული ტყეების სატელიტური სურათი. მთელ მსოფლიოში, ველური ბუნების ტერიტორიების 10% დაიკარგა 1990-დან 2015 წლამდე.[1]

ტყის გაჩეხვის მრავალი მიზეზი არსებობს, ხეებს იყენებენ სამშენებლო მასალად და საწვავად, ხოლო გაწმენდილი მიწა პირუტყვის საძოვრად გამოიყენება ან პლანტაციების გასაშენებლად. გარემოსდაცვითი კანონების დეფიციტი ძირითადი ფაქტორია, რამაც ფართომასშტაბიან გაუტყეურებამდე მიგვიყვანა.[5] 2000 -დან 2012 წლამდე, მთელ მსოფლიოში ტყის საერთო რესურსი შემცირდა 2,3 მილიონი კვადრატული კილომეტრით.[6]

დიდი რაოდენობით ხე-ტყის გაჩეხვამ გამოიწვია გარემოს დაზიანება, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სტიქიური მოვლენების გახშირება. გაჩეხვა ასევე იწვევს გარკვეული სახეობების გადაშენებას, კლიმატური პირობების ცვლილებებს, გაუდაბნოებასა და მოსახლეობის მიგრაციას.[7] გაუტყეურება ნათლად აისახება ატმოსფეროში არსებულ ნახშირბადის დიოქსიდის დონეზე, ვინაიდან მის ძირითად ნაწილს სწორედ მცენარეები ამუშავებენ, ხოლო მისი კონცენტრაციის ზრდა იწვევს გლობალურ დათბობას.

გაუტყეურება ყველაზე უარყოფით გავლენას ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებზე ახდენს, ვინაიდან მსოფლიოში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ნახევარზე მეტი ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს.[8]

გამომწვევი მიზეზები

Thumb
განადგურებული ტყე ინდონეზიაში

გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის თანახმად, ტყის განადგურების ძირითადი მიზეზი სოფლის მეურნეობაა. აგრო-კულტურებზე გაუტყეურების 48% -ზე მეტი მოდის. კომერციულ სოფლის მეურნეობაზე 32%, ხოლო წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 5%.[9]

თანამედროვე პერიოდში, გაუტყეურება შეიძლება გამოწვეული იყოს სამთავრობო ინსტიტუციებში კორუფცით,[10][11] მოსახლეობის რაოდენობის ზრდითა [12][13][14] და ურბანიზაცით.[15] გლობალიზაცია ხშირად განიხილება, როგორც ტყეების გაჩეხვის კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გლობალიზაციის გავლენამ ხელი შეუწყო ტყეების აღდგენას.[16]

ტყეების გაჩეხვა წახალისებულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც რასურსის მოპოვება უფრო მომგებიანია, ვიდრე დაცვა.[17] განვითარებადი სამყაროს გადმოსახედიდან, ტყის რესურსების უმეტესობა ხვდება მდიდარ განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებადი ქვეყნები თვლიან, რომ განვითარებული სამყაროს ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საუკუნეების წინ ამოწურა თავისი ტყის მარაგი და ეკონომიკურად ისარგებლა ამით, რაც სიცრუეა, ხოლო მდიდარი ქვეყნების მიერ შექმნილი პრობლემები ისევ ღარიბ ქვეყნებზე აისახება.[18]

გარემოზე ზეგავლენა

ატმოსფერო

Thumb
ტყის გადაწვა მადაგასკარზე, 2010 წელი.

გაუტყეურება გავლენას ახდენს კლიმატსა და გეოგრაფიაზე.[19][20][21][22]

გაუტყეურება გლობალური დათბობის ხელშემწყობი ფაქტორია,[23][24] და ხშირად მოიხსენიება, როგორც სათბურის ეფექტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ტროპიკული ტყეები სათბურის აირების დაახლოებით 20% -ზე მეტს შთანთქავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[25] ტროპიკულ რაიონებში ანთროპოგენური საქმიანობების გამო გამოყოფილი სათბურის აირების თითქმის მესამედი შთაინთქმება.[26] მაგრამ ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, ანთროპოგენური ნახშირორჟანგის ემისია გაუტყეურების გამო საერთო ჯამში, დაახლოებით 12% -ია და მერყეობს 6 –დან 17% –მდე.[27] ტყის გაჩეხვა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის მატებას იწვევს. როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გროვდება, ის წარმოქმნის ფენას, რომელიც მზიდან წამოსულ სითბოს შთანთქავს, რაც იწვევს გლობალურ დათბობას, რომელიც ცნობილია, როგორც სათბურის ეფექტი.[28] მცენარეები ნახშირბადის დიოქსიდის უდიდეს ნაწილს ამუშავებენ ფოტოსინთეზის საშუალებით, გარკვეულ ნაწილს კი ქსოვილის შესაქმნელად იყენებენ, ხოლო როდესაც ხეს ვწვავთ ქსოვილებში დაგროვილი ეს ნახშირბადი გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგის სახით.

ადგილი სადაც ტყე გაიჩეხა, იქ ტემპერატურა უფრო მოიმატებს, ვინაიდან აქამდე არსებული ტყის მასივი გარკვეულწილად ხელს უშლიდა მზის სხივებს, რათა ზედაპირამდე მიეღწიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოდელირება აჩვენებდა კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შედეგები არასოდეს ყოფილა ბოლომდე განსაზღვრული, რადგან ზოგჯერ მოდელირება ცდება და არ შეესაბამება მოვლენების განვითარებას.[29] ტყის განადგურება ასევე გავლენას ახდენს ქარისა და წყლის ორთქლის ნაკადებზე და მზის ენერგიის შეწოვაზე, რაც აშკარა გავლენას ახდენს ადგილობრივ კლიმატზე.

წვიმის ტყეებს დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს ჟანგბადის საჭირო რაოდენობის არსებობაში,[30] ტყეების გადაწვა, რათა მის ადგილას სამეურნეო სამუშაოები დაიწყოს, დიდი რაოდენობით ნახშირბადის დიოქსიდს გამოჰყოფს ატმოსფეროში.[24] მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ ტროპიკული ტყეების განადგურება ატმოსფეროში ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ტონას ნახშირბადს ათავისუფლებს.[31]

ეკონომიკა

Thumb
სატელიტური სურათი, რომელიც გვიჩვენებს გაუტყეურების პროცესს მალაიზიაში.

ტყეებისა და ბუნების დაზიანებამ შესაძლოა შეამციროს ცხოვრების დონის სტანდარტი მსოფლიოში და 2050 წლისთვის გლობალური მშპ დაახლოებით 7% -ით დაიწევს, ნათქვამია მოხსენებაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ბონში, 2008 წელს.[32] ისტორიულად, მცენარეულმა რესურსებმა, მათ შორის ხე-ტყის მასალად და საწვავად გამოყენებამ, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში. დღესდღეობით ხეები სამშენებლო მასალად კვლავ გამოიყენება, ისევე, როგორც ფურცლების დასამზადებლად. განვითარებად ქვეყნებში, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი არის დამოკიდებული შეშით გათბობაზე. [33]

ტყის ინდუსტრია ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ტყის გაჩეხვას მოსდევს, ჩვეულებრივ, იწვევს გრძელვადიანი შემოსავლის დაკარგვას. დასავლეთ აფრიკა, მადაგასკარი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და მრავალი სხვა რეგიონი ხეების ნაკლებობის შემცირების გამო შედარებით ნაკლებ შემოსავალს იღებს. უკანონო ჩეხვა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს აყენებს ეროვნულ ეკონომიკებს.[34]

სწრაფად მზარდი ეკონომიკა გავლენას ახდენს ტყეების შემცირებაზე. ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც სწრაფად იზრდება. [35]1995 წლის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურმა ზრდან თითქმის 6% -ს მიაღწია.[35] რაც უფრო იზრდება მოსახლეობა, მით უფრო მეტი ახალი სახლებია საჭირო, რის შედეგადაც იზრდება და ფართოვდება ქალაქები. ყველა ახალ გაფართოებას თან ახლავს გზების გაყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართალია გზები ავითარებს ეკონომიკას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს გაუტყეურებას.[35] ამ მიზნით განადგურებული ტყეების 90% ამაზონზე მოდის, რაც გამოიწვია ას კილომეტრიანმა გზის გაყვანამ.[36]

გავლენა ჯამრთელობაზე

2020 წლის მაისში სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019-2020 წლის კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლები ადამიანები არიან, რადგან ეს უკავშირდება ბუნების განადგურებას და უფრო მწვავე ეპიდემიები შეიძლება თან სდევდეს გარემოს ცვლილებებს, თუ კაცობრიობა არ შეიცვლის გეზს.[37].

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ადამიანებში განვითარებული დაავადებების 75% ცხოველებისგან მოდის.[38] 80-იანი წლებიდან ყოველ ათწლეულში ახალი დაავადებების რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ძირითადი გამოკვლევების თანახმად, ეკოსისტემების დეგრადაცია ზრდის ახალი ეპიდემიის გავრცელების რისკს. დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ამ გზით გადაეცათ უახლეს ათწლეულებში, მოიცავს აივ ბირუსს, ებოლას, ფრინველის გრიპს, ღორის გრიპსა და ალბათ კორონავირუსს.[39]

2016 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ გამოქვეყნდა მოხსენება სახელწოდებით: „UNEP FRONTIERS 2016 REPORT“. ამ მოხსენებაში, მეორე თავი დაეთმო ზოონოზურ დაავადებებს. ამ თავში ნათქვამია, რომ გაუტყეურება, კლიმატის ცვლილება და მეცხოველეობა ძირითადი მიზეზებია, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადატანის რისკს ზრდის. აღინიშნა, რომ ყოველ 4 თვეში ერთხელ ადამიანებში ახალი დაავადება ჩნდება. 2020 წლის აპრილში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2 მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, სადაც განმარტავენ, თუ რა კავშირშია ბუნების განადგურება და ველური ცხოველებით ვაჭრობა 2019-2020 წლების კორონავირუსის პანდემიასთან. [40][41]

სამხედრო კონტექსტი

Thumb

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო და ურბანული გამოყენებისთვის გაჩეხეს ტყეები, სამხედრო ზემოქმედებაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

ომების დროს დიდი რაოდენობით ტყის მასივი ნადგურდებოდა. ამის მაგალითია 1945 წლის ოკინავას ბრძოლა, დაბომბვამ და სხვა საბრძოლო მოქმედებებმა აყვავებული ტროპიკული ლანდშაფტი აქცია „ტალახისა და ტყვიის უზარმაზარ ველად“.[42] ასევე ამერიკელების მიერ, ვიეტნამში გამოყენებული აგენტი ფორთოხალი, რომელმაც დიდი რაოდენობით ხე-ტყე გაანადგურა.[43][44][45]

მსგავსი ქმედებები განხორციელდა კორეის ომში, ამერიკელების მიერ,[46] მალაიზიაში ბრიტანელების მიერ და რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაში, მეცხრამეტე საუკუნეში.[47]

ლიტერატურა

  • Fenical, William (September 1983). "Marine Plants: A Unique and Unexplored Resource". Plants: the potentials for extracting protein, medicines, and other useful chemicals (workshop proceedings). DIANE Publishing. p. 147. ISBN 1-4289-2397-7.
  • Wunder, Sven. (2000). The Economics of Deforestation: The Example of Ecuador. Macmillan Press, London. ISBN 0-333-73146-8.
  • Williams, Michael. (2003). Deforesting the Earth. University of Chicago Press, Chicago. ISBN 0-226-89926-8
  • Whitney, Gordon G. (1996). From Coastal Wilderness to Fruited Plain : A History of Environmental Change in Temperate North America from 1500 to the Present. Cambridge University Press. ISBN 0-521-57658-X
  • FAO (2005): Global Forest Resources Assessment 2005. Progress towards sustainable forest management, FAO Forestry Paper 147, siehe (online)
  • Ruddiman,n William F. Los tres jinetes del cambio climático Ed. Turner Noema, ISBN 978-84-7506-852-7.
  • Situación de los bosques del mundo 2009 (FAO) ISBN 978-92-5-306057-3.
  • Why Forests? Why Now?: The Science, Economics, and Politics of Tropical Forests and Climate. ISBN 1933286857.
  • Animals and Deforestation. ISBN 978-1433997075.
  • Deforestation. ISBN 978-1601520753.
  • Michael Williams. Deforesting the Earth: From Prehistory to Global Crisis, An Abridgment. — University of Chicago Press, 2010. — 561 с. — ISBN 0226899055.
  • Deforestation: Deforestation causes, impacts and restoration strategies. ISBN 978-1976942105.
  • Deforestation. ISBN 978-1448869893.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.